სიახლეები : ქცევა
დაუმორჩილებელი კატა ანუ რატომ იქცევა ჩვენი ფუმფულა ბინადარი გამაღიზიანებლად?
კატის პატრონები ხშირად ხვდებიან პრობლემას, როდესაც მათი ფუმფულა ბინადრები
რითი განსხვავდება კარგად აღზრდილი ძაღლი გაწვრთნილისგან?
ძაღლი არაა კომპიუტერი, რომელშიც წვრთნის პროგრამით მეხსიერების ბარათს მოათავსებთ
ჭკვიანი ძაღლის 7 თვისება
ზოგიერთი ძაღლი პატარა ბავშივითაა, ხოლო პატრონისთვის იგი ყველაზე საყვარელი
ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში
ყველა ლეკვი, განურჩევლად ჯიშისა, უსაყვარლესია. ისინი ყოველთვის თამაშის ხასიათზე არიან და უზომო ენერგიას ფლობენ, მაგრამ ზრდასთან ერთად ზოგიერთ პატრონს გული სწყდება, რომ მისი პატარა, გადარეული ბინადარი იზრდება, მეტად დინჯდება და ჭკვიანდება.

არიან ჯიშები, რომლებიც, სხვა სახეობისგან განსხვავებით, დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ლეკვის თვისებებს. ისინი პატარებივით თამაშობენ და მათი წვრთნა შედარებით რთულია.

ჩვენ წარმოგიდგენთ ძაღლის 10 ჯიშს, რომლებსაც ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ ლეკვობის თვისებები.

ბოქსიორი

Zooclub

ამ ჰიპერაქტიურ ძაღლს ლეკვისგან გარეგნულად თუ გაარჩევთ. მათი სურვილი ყოველთვის ერთი და იგივეა - ითამაშონ მთელი დღე.

დალმატინელი

Zooclub

მის გენებში თამაშისა და სიჯიუტის თვისებები თანაბრადაა. ენერგიული და მოუსვენარი ხასიათის გამო, დალმატინელის მართვა არც თუ ისე მარტივია.

ბულმასტიფი

Zooclub

ამ ჯიშს ორი წელი სჭირდება, რომ თავის სრულ წონას მიაღწიოს, მაგრამ ზრდა მარტო გარეგნობაზე არ აისახება. ის დიდი ხნის განმავლობაში რჩება მოუქნელ მოზარდ არსებად, რომელიც თქვენი სახლის გარშემო მოუსვენრად ირბენს.

ბიგლი

Zooclub

ბიგლი პატრონის მითითებებზე  მეტად საკუთარ ყნოსვას ენდობა, რაც მის წვრთნას საკმაოდ ართულებს. მას ძალიან უყვარს თამაში.

ინგლისური ბულდოგი

Zooclub

ბულდოგს სუსტი იმუნიტეტი აქვს. მას ყურადღება ზრდასრულ ასაკში ისევე სჭირდება, როგორც პატარაობაში. თუ გადაწყვეტთ ამ ჯიშის ლეკვის ყიდვას, შეძენამდე, სელექციონერთან ერთად, აუცილებლად მიიყვანეთ ცხოველი ვეტერინართან, რათა გულდასმით შეამოწმოთ.

ოქროსფერი რეტრივერი

Zooclub

ოქროსფერი რეტრივერი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება და ზრდასრულ ასაკშიც კი დაუღლელად ითამაშებს მთელი დღის მანძილზე, თუ ამის სურვილი გაქვთ.

იორკი

Zooclub

ამ მინიატურული ჯიშის პატარა სხეულში დიდი პიროვნული თვისებები იმალება. თუ გსურთ გყავდეთ ძაღლი, რომელიც საქციელით თუ გარეგნობით ლეკვს მოგაგონებთ, იორკი ის ძაღლია, რომელსაც ეძებდით.

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

ლაბრადორების უმეტესობა მთელ დღეს თამაშში ატარებს. მათ ლეკვის თვისებები ზრდასრულ ასაკშიც კი აქვთ.

სენბერნარი

Zooclub

ამ გიგანტ არსებას სჭირდება ორიდან სამ წლამდე, რომ ზრდასრულად ჩაითვალოს და მიაღწიოს გარეგნულ სტანდარტებს. ამგვარად, სენბერნარი დიდხანს  რჩება ფუმფულა ლეკვად.

პაპილო

Zooclub

ამ პატარა ძაღლის ჯიშს ძალიან უყვარს თამაში და ყოველთვის იპოვის გასართობს, თუ თქვენ ყურადღებას არ მიაქცევთ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მუშაობა აუცილებელია  ყველა  ჯიშის ლეკვთან. თუ ინტენსიური წვრთნისთვის დრო ან ენერგია არ გაქვთ, საუკეთესო გამოსავალია ადგილობრივი თავშესაფრიდან აიყვანოთ ზრდასრული ძაღლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ.

ასევე იხილეთ:

5 პრობლემა, რომლებიც განებივრებული ძაღლის პატრონებისთვის უცხო არ არის

5 რჩევა, თუ როგორ უნდა დაამშვიდოთ ჰიპერაქტიური ძაღლი

ძაღლის 8 ჯიში, რომლებსაც ძალიან უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა
რამდენიმე საინტერესო ფაქტი კატის ქცევის შესახებ
დედამიწაზე კატა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი არსებაა, რომელიც ადამიანმა მრავალი წლის
5 საშუალება, თუ როგორ უნდა გააღრმავოთ თქვენს ძაღლთან კონტაქტი
თუ ცხოველებს შორის ძაღლის აყვანაზე შეაჩერეთ არჩევანი, შესაძლოა, გსურთ,
კატებზე რამდენიმე მითი, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა
კატა არაერთი ადამიანის საყვარელი ცხოველია. იგი მრავალი ათასი წლის
აი, რატომ უყვარს ძაღლს პატრონის ფეხთან წოლა
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. ეს მითი არაა.
10 ხერხი მათთვის, ვინც ყოველთვის ოცნებობდა გაეგო ძაღლებისთვის
იმ ნიშნების გაგება, რასაც ძაღლი გამოხატავს სხეულით, მთავარი პირობაა ოთხფეხა ბინადართან სრულფასოვანი და ჰარმონიული ურთიერთობისთვის.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
ძაღლები
13.12.2019
გოგონა ტელეფონით თავისი ძაღლების სახალისო სცენას იღებდა, თუმცა, მოვლენები
09.12.2019
მიუხედავად საშიში გარეგნობისა, პატრონები, მარლონ და ლიზა გრანინები
03.12.2019
24 წლის ქირსტენ დიუპერი ქორწილის წინ ძალიან ნერვიულობდა. იმისათვის, რომ
02.12.2019
ჰაჩიკოს ისტორია ცხოველთა მოყვარულებისთვის ცნობილია და არა მხოლოდ
ყველა სიახლე
კატები
04.12.2019
ხელოვანმა კერი პეუთემ შექმნა ფუმფულა ფიგურები, რომლის მთავარი გმირებიც
26.11.2019
ამ კატას, ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს, ჩარლი ჩაპლინს ამსგავსებენ. სწორედ ამიტომ
24.11.2019
ქალაქგარეთ პირველად გასულმა შინაურმა კატამ გაკვირვება ვერ დამალა, როდესაც
20.11.2019
ჭურჭლის რეცხვას არ შეიძლება უწოდოთ გართობა, მაგრამ კარგ დამხმარესთან ერთად
ყველა სიახლე
ZOO
15.12.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
12.12.2019
პენსილვანიის შტატში (აშშ) მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, თუ პატრონი ძაღლს დაბმული
11.12.2019
ჩინეთის ლაბორატორიაში გოჭისა და მაიმუნის ჰიბრიდები დაიბადნენ,- ამის შესახებ
ყველა სიახლე
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?