Archibird - მაგიდის და ჩიტების გალიის კომბინაცია (+ფოტო)
Archibird - მაგიდის და ჩიტების გალიის კომბინაცია (+ფოტო)
Archibird წარმოგიდგენთ გაუფერულებული მუხის, ფოლადისა და შუშისგან ნაკეთ სკულპტურებს და ავეჯს. დამპროექტებელისა და არქიტექტორის გრეგორი დე ლაფორესტის მიერ შემუშავებული ჩიტების გალიამაგიდასთნ ერთად გაერთიანებულია ერთ კომპოზიციად

ავტორების ორიგინალური იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩიტების გალიისთვის სხვა ინტერპრეტაცია მიეცათ. მათ რადიკალურად შეცვალეს შეხედულება იმაზე, თუ როგორ გალიაში უნდა ბინადრობდნენ ფრთოსნები, გააერთიანეს რა გალია ავეჯის ფუნქციონალურ საგანთან. ამ ახალმა, აქამდე გამოუყენებეილ იდეამ უნივერსალურობის გამო მალე მოიპოვა პოპულარობა.

შუშის თაღები მაგიდის ზედაპირზეა ამოწეული იმ დროს, როდესაც გალიის ძირითადი ნაწილი მის ქვეშაა განთავსებული. ფრინველები შეიძლება იყვნენ
როგორც ქვემოთ, ისე ისხდნენ თაღების ქვეშ ხელოვნურ ტოტებზე.

წარმოიდგინეთ, რა სახალისოა ასეთ მაგიდასთნ ჯდომა, როდესაც
პარალელურად ფერად ფრინველებს აკვირდები თავის უნაურ საცხოვრებელში.

შემქმნელების მთავარი ამოცანა იყო მთელი სტრუქტურის სიმსუბუქის უზრუნველყოფა, რაც 100%-ით შესრულდა. მაგიდა-გალია მსუბუქად და ჰაეროვნად გამოიყურება, რაც ნებისმიერ ინტერიერს შეიძლება მოერგოს და უნიკალური გახადოს. Archibird შეიძლება წარმოვიდგინოთ ფაქტიურად ყველა თანამედროვე სახლში ან ოფსში.

გრეგორი დე ლაფორესტი – განათლებით ინტერიერის დიზაინერი და არქიტექტორია. ის მუშაობდა საფრანგეთის რამდენიმე მეტად პრესტიჟულ სტუდიაში, სადაც მთავარ პროექტზე მუშაობდა. მათ შორის ერმეს შტაბ-ბინაში, რომელიც პარიზში მდებარეობს, არტიეს ძვირფასეულობის მაღაზიებში, Cliquot-ის კერძო განყოფილებაში და მონპარნასის ციხესიმაგრის ზემოთ რესტორან Ciel de Paris -ში.

იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?