ჭკვიანმა ყვავმა მშიერ თაგვს საკვები გაუნაწილა (ემოციური ვიდეო)
ყვავი რომ საზრიანი არსებაა, ეს ყველა ჩვენგანმა იცის და ამაში უცნაური არაფერია, თუმცა, ცოტასთვისაა ცნობილი, რომ ამ ფრინველისთვის ემპათია უცხო არ არის, - წერს გამოცემა Educate Inspire Change-ი.

თვითმხილველმა ყვავის უჩვეულო ქცევა ვიდეოზე შემთხვევით გადაიღო: ფრინველმა ღვეზელის ნაჭერი იპოვა. როდესაც მიირთმევდა, მის სიახლოვეს მშიერი თაგვი გამოჩნდა, მაგრამ შეშინებული იქვე მიიმალა. ყვავმა ღვეზელს პატარა ნაჭერი მოაცალა და მღრღნელს ცალკე დაუგდო. თაგვი მოგვიანებით გამოჩნდა და თავისი წილი დააგემოვნა.

ეს კი ყვავების უნარების არასრული ჩამონათვალია:

ისევე როგორც ზოგიერთი სახეობის თუთიყუშს, ყვავსაც შეგიძლიათ ასწავლოთ ლაპარაკი.
ამ ფრინველს სხვადასხვა ხმის იმიტირება შეუძლია.

ყვავს, სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, დიდი ტვინი აქვს - თავის
სხეულთან შედარებით, ისევე როგორც შიმპანზეს.

ეს ფრინველი გამოხატავს გაბრაზებას, სევდას და ბედნიერებას.

ყვავს თავსატეხების ამოხსნა შეუძლია.

ზოგიერთი ყვავი თავის მეგობართან მთელი ცხოვრება რჩება: სანამ ერთი მათგანი არ მოკვდება.

ყვავს შეუძლია სახეების დამახსოვრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახე შენიღბულია.

ეს ფრინველი იმახსოვრებს ადგილებს, სადაც ფერმერები ყვავებს კლავენ და ცვლიან თავიანთ მიგრაციის სქემას.

ასევე იხილეთ:

საზრიანმა ძაღლმა ისწავლა, თუ როგორ უნდა იყიდოს საკვები... მისი ვალუტა ხეებზე იზრდება

უპატრონო ძაღლმა მაღაზიაში მუყაოს ყუთი მოითხოვა, რათა საწოლი გაეკეთებინა

საზრიანმა იხვმა ბავშვს თხრილში ჩავარდნილი ფეხსაცმელი ამოუტანა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?