საზრიანმა იხვმა ბავშვს თხრილში ჩავარდნილი ფეხსაცმელი ამოუტანა (ემოციური ვიდეო)
უჩვეულო შემთხვევა მოხდა კესონის პროვინციის (ფილიპინები) ერთ-ერთ სოფელში. ეს შემთხვევა თვითმხილველმა ვიდეოზე გადაიღო: ბავშვს თხრილში ფეხსაცმელი ჩაუვარდა, მაგრამ მას ტალახში ჩასვლა არ დასჭირდა, რადგან თეთრმა იხვმა ფეხსაცმელი ამოიტანა და დაუბრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრინველს ბიჭუნას ფეხსაცმელი სამჯერ დაუვარდა, მან თავისი "მისია" მაინც შეასრულა.

თვითმხილველის თქმით, ბავშვი თამაშობდა, როდესაც თხრილში ფეხსაცმელი გადავარდა, ხოლო იხვი მის დასახმარებლად მაშინვე გაიქცა.

Zooclub

"მე ვიკითხე ადგილობრივებთან და მათ მითხრეს, რომ ფრინველი ბავშვის ოჯახს არ ეკუთვნოდა. საოცარი სანახავი იყო, თუ როგორ ცდილობდა იხვი ბიჭუნას დახმარებას", - წერს ვიდეოს
ავტორი.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ: 

უზარმაზარი ძაღლი ბავშვის ტალღებიდან გამოყვანას ცდილობს

მამაცი ძაღლი კატის დასახმარებლად
წყალში გადახტა


მოხერხებულმა კატამ ჩაკეტილი კარი გააღო და პატრონი სახლში შეუშვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?