ბავშვი ველოსიპედით შემთხვევით დაეჯახა წიწილას...მან ფრინველი კლინიკაში წაიყვანა და ექიმებს ცრემლიანი თვალებით ეხვეწებოდა გადაერჩინათ
ბავშვი ველოსიპედით შემთხვევით დაეჯახა წიწილას...მან ფრინველი კლინიკაში წაიყვანა და ექიმებს ცრემლიანი თვალებით ეხვეწებოდა გადაერჩინათ
"შეშინებული და დარდიანი ინდოელი ბიჭუნას - 6 წლის დერკ ლალჰანჰიმას ფოტომ, რომელიც ფეისბუქის მომხმარებელმა გაავრცელა, ინტერნეტ სივრცე მოიარა", - წერს გამოცემა "Mirror"-ი.

თვითმხილველის თქმით, ბიჭი ველოსიპედით ეზოში სეირნობდა, როდესაც მოულოდნელად მისი ბორბლების წინ მეზობლის წიწილა გამოიქცა. ბავშვმა დროულად დამუხრუჭება ვერ შეძლო და ფრინველს დაეჯახა. შეშინებულმა და სასოწარკვეთილმა დერეკმა ადგილობრივ კლინიკას მიაკითხა, ექიმებს ტირილით თავის მცირე დანაზოგს სთავაზობდა და მომაკვდავი წიწილას გადარჩენას სთხოვდა.

მოგვიანებით, დერეკს მშობლებმა აუხსნეს, რომ ფრინველი მოკვდა და ექიმებს მისი გადარჩენა არ შეეძლოთ.

Zooclub

ეს ამბავი ქალაქში, სადაც ბიჭუნა ცხოვრობს, სწრაფად გავრცელდა.
სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, დერეკი სიკეთისა და მადლიერებისთვის დაეჯილდოებინათ.

Zooclub

ინტერნეტ მომხმარებლებმა გადაწყვეტილება მოიწონეს და დერეკის მიმართ
ასობით მადლიერი კომენტარი დაიწერა.

"ამ პატარა ბავშვს ნამდვილად დიდი გული აქვს. მისი საქციელი სუფთა და გულწრფელია. ღმერთი გფარავდეს, დერეკ."

"მისი შემხედვარე ხვდები, რომ კეთილი ადამიანები კვლავ არსებობენ... ბავშვმა ერთი საქციელით ყველას გვაჩვენა მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი."

"პატარა ბიჭი დიდი გულით."


ასევე იხილეთ:

ბავშვის გულწრფელი სიხარული, როდესაც მას ლეკვი აჩუქეს

ორი წლის გოგონა ყოველი ძილის წინ ცხენებს კოცნის, ეხუტება და მშვიდ ღამეს უსურვებს

11 წლის გოგონამ საკუთარი დანაზოგით ძაღლებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები დაამზადებინა
!!!
გაიზარდე და გაიხარე პატარავ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?