პარკში იპოვეს გონებადაკარგული იხვი, რომელმაც დიდი რაოდენობით ანტიდეპრესანტი დალია
პარკში იპოვეს გონებადაკარგული იხვი, რომელმაც დიდი რაოდენობით ანტიდეპრესანტი დალია
"ჰანთინგტონი ბიჩის" (ლოს-ანჯელესი) პარკის დამსვენებლები უჩვეულო სურათის მომსწრენი გახდნენ: პარკის ბინადარი იხვი ზურგზე დაწოლილი აღმოაჩინეს, ხოლო მისი მოძმეები ბალახებში ძლივს გადაადგილდებოდნენ. ადამიანებმა სიახლოვეს შეამჩნიეს დაყრილი აბები, რის შემდეგაც ველური ბუნების გადარჩენის ცენტრს დაუკავშირდნენ.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ფრინველები იმ მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, რომლებიც ვიღაცამ ბალახებში დაყარა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აბებს შორის ანტიდეპრესანტი, დამამშვიდებელი საშუალებებიც იყო.

Zooclub

საბედნიეროდ, მედიკამენტის გადაჭარბებული დოზის მიღება ფრინველებისთვის სასიკვდილო არ აღმოჩნდა - ყველა დაზარალებული იხვი გონებაზე მოვიდა. იხვი და თოლია, რომლებმაც ყველაზე დიდი დოზა მიიღეს, ველური ბუნების
გადარჩენის ცენტრში დღემდე მკურნალობენ.

უცნობია, თუ ვინ გადაყარა ფსიქოტროპული მედიკამენტები დასასვენებელ პარკში. ადგილობრივი ცხოველთა დამცველები
შიშობენ, რომ უპასუხისმგებლო ქმედებამ, შესაძლოა დააზარალოს, როგორც ფრინველები, ისე შინაური ცხოველები, თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მსგავსი საჩივარი პოლიციაში არ შესულა.

ასევე იხილეთ:

თუ კარგად დააკვირდებით, ამ ფოტოზე რაღაც წარმოუდგენელი ხდება


ნია
მაოცებს ადამიანების ასეთი ბოროტული ქმედებები, ამის ჩამდენს კი არაადამიანი ჰქვია. ნეტა ამით რა შეემატათ, ასეთი არსებები სიბოროტით იკვებებიან ალბათ. ფსიქიურად შეშლილი თუ იზამს მხოლოდ. საწყალი ფრინველები, რა კარგია რომ ყველა გადარჩა.
nikkin
მერე დააპატიმრონ თვითმკვლელობის მცდელობისათვის :D :D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?