ფრინველების გენოციდი: როგორ გადაუხადა სამაგიერო ბუნებამ ჩინელებს ბეღურების განადგურების გამო
ფრინველების გენოციდი: როგორ გადაუხადა სამაგიერო ბუნებამ ჩინელებს ბეღურების განადგურების გამო
1958 წლის 12 თებერვალს ჩინეთის ლიდერმა მაო ძედუნმა ვირთხბის, ბუზების, კოღოებისა და ბეღურების განადგურების ისტორიული ბრძანება გამოსცა. მასშტაბური კამპანიის გაშვების იდეა 1957 წლის 18 თებერვალს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მორიგ სხდომაზე დაიბადა. ამ ინიციატივით ბიოლოგი ჩჟოუ ცზიანი გამოვიდა.

ის დარწმუნებული იყო, რომ ბეღურებისა და ვირთხების მასობრივი გნადგურება სოფლის მეურნეობის არნახულ განვითარებას გამოიწვევდა. მათი აზრით, ჩინელები იმიტომ ვერ ამარცხებდნენ შიმშილს, რომ საკვებს პირდაპირ მინდვრებზე ღორმუცელა ბეღურები ჭამდნენ. მისი თქმით, თავის დროზე მეფე ფრიდრიხმა მსგავსი კამპანია გაატარა და შედეგი ძალიან კარგი აღმოჩნდა.

Zooclub

მაო ძედუნის
დარწმუნებას დიდი დრო არ დასჭირვებია. მას ბავშვობა სოფელში ქონდა გატარებული, ამიტომ გლეხებისა და მავნებლების მარადიულ
დაპირისპირებაზე დიდი ხანია იცოდა.

ბრაძანებას მან ხელი სიხარულით მოაწერა და მალე ჩინელებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლოზუნგით “გაუმარჯოს მაოს”, დაიწყეს ფაუნის მოცემული წარმომადგენლების განადგურება.

ძირითად მიზნად ბეღურები იქცნენ.

თავიდან სცადეს ფრინველების დაჭერა და მოწამვლა, მაგრამ ასეთი მეთოდები ნაკლებეფექტური აღმოჩნდა. მაშინ ფრინველებს შეუტიეს სხვაგვარად: თუ სადმე დაინახავდნენ ბეღურას, აფრთხობდნენ, აშინებდნენ და არ აძლევდნენ დაჯდომის საშუალებას.

მოხუცები, სკოლის მოსწავლეები, ბავშვები, კაცები, ქალები დილიდან საღამომდე იქნევდნენ ნაჭრებს და აბრახუნებდნენ ქვაბებზე, ყვიროდნენ და უსტვენდნენ, არ აძლევდნენ ფრინველს დასვენების საშუალებას. მეთოდი მოქმედი აღმოჩნდა. ბეღურები 15 წუთზე მეტ ხანს ვერ ახერხებდნენ ცაში ყოფნას და მიწაზე უსულოდ ეცემოდნენ. რა თქმა უნდა, დარტყმის ქვეშ არა მხოლოდ ბეღურები აღმოჩნდნენ, არამედ - ყველა პატარა ზომის ფრინველი.

Zooclub

ამ პერიოდში პრესაში მუდმივად იბეჭდებოდა მკვდარი ფრინველებით დამდგარი გორების ფოტოები.
ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა ის, რომ გამოყავდათ გაკვეთილებიდან მოსწავლეები, აძლევდნენ სასროლს და ბეღურებისა და სხვა ფრინველების ბუდეების დანგრევას ავალებდნენ.

მხოლოდ პირველი სამი დღის მანძილზე პეკინსა და შანხაიში თითქმის მილიონი ფრინველი გაანადგურეს, ხოლო წლის მანძილზე - ორი მილიარდი ბეღურა და სხვა პატარა ჩიტი.

ჩინელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, ვირთხები, ბუზები და კოღოები აღარავის ახსოვდა. მათთან ბრძოლაზე უარი თქვეს, რადგან ეს ზედმეტად რთული აღმოჩნდა.

ბეღურების განადგურება უფრო გასართობი იყო. მეცნიერებსა და ეკოლოგებს შორის ამ კამპანიას მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. ეს გასაგებიცაა, რადგან ნებისმიერი პროტესტი, თუნდაც მცირედი, აღიქმებოდა, როგორც პარტიის წინააღმდეგ წასვლა.

1958 წლის ბოლოს, ჩინეთში თითქმის აღარ დარჩა ფრინველი. ტელეეკრანებიდან აღფრთოვანებით აღნიშნავდნენ, თუ რამხელა მიღწევა იყო ეს.

1959 წელს “უფრთო” ჩინეთში არნახული მოსავალი მოვიდა. სკეპტიკოსებიც კი იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ, რომ ამ ქმედებებმა დადებითი ნაყოფი გამოიღო. რა თქმა უნდა, ყველამ შეამჩნია, რომ ყველანაირი სახის მუხლუხოები, მახრები და სხვა მავნე მწერები შესამჩნევად გამრავლდნენ, მაგრამ მოსავლის სიდიდის გათვალისწინებით, ამ პრობლემას უმნიშვნელოდ თვლიდნენ.

მომხდარის სრულად შეფასება ჩინელებმა ერთი წლის შემდეგ შეძლეს. 1960 წელს მავნე მწერები ძალიან გამრავლდნენ. ჩინეთის მცხოვრებლები დაიბნენ. ახლა სკოლებიდან თუ სამსახურებიდან ხალხი იმიტომ გამოყავდათ, რომ ეს მუხლუხოები და სხვა მწერები შეეგროვებინათ. მაგრამ ყველა ეს მცდელობა სრულიად ამაო აღმოჩნდა, რადგან მათ პოპულაციას ფრინველები აღარ არეგულირებდნენ, მწერები საშინელი ტემპებით მრავლდებოდნენ.

მათ ელვის სისწრაფით შეჭამეს მოსავალი და ტყეების განადგურებაზე გადავიდნენ. მახრები და მუხლუხოები “გემრიელად მიირთმევდნენ”, ქვეყანაში კი შიმშილი დაიწყო.

ტელეეკრანებიდან ხალხის დაწყნარებას იმით ცდილობდნენ, რომ ეს ყველაფერი დროებითი პრობლემა იყო და მალე ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ დაპირებები საკმარისი არ აღმოჩნდა. თავს დამტყდარი შიმშილობისას, ადამიანები მასიურად იხოცებოდნენ. ჭამდნენ ტყავის ნივთებს, იმავე მახრებს, ფიქსირდებოდა კანიბალიზმის შემთხვევებიც. ქვეყანაში პანიკა დაიწყო.

პანიკამ პარტიის წევრებიც მოიცვა. შიმშილობის გამო ჩინეთში დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მაშინ ხელმძღვანელობას გაახსენდა, რომ ყველა უბედურება ბეღურების განადგურებით დაიწყო.

ჩინეთმა დახმარების თხოვნით საბჭოთა კავშირს და კანადას მიმართა, რათა სწრაფად გამოეგზავნათ ფრინველები. ბეღურები ჩინეთში რამდენიმე ვაგონით ჩაიყვანეს. ფრინველები მოედნენ მომრავლებულ მწერებს და გარკვეულ დროში ყველაფერი დაბალანსდა. მას შემდეგ ჩინელები განსაკუთრებით უფრთხილდებიან ბეღურებს.
ქეთი
ყოველთვის იდიოტები როგორ იყვნენ ეს ჩინელები! ახლა, ძაღლებისა და კატების ჭამას თუ შეეშვებიან, იქნებ მართლა ცივილურ ადამიანებს დაემსგავსნენ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?