იხვი მტაცებელ ფრინველს თავს დაესხა
იხვი მტაცებელ ფრინველს თავს დაესხა
ველური ბუნების ფოტოგრაფმა ენდი ჰოვარდმა ფოტო კამერაზე აღბეჭდა დრამატული მომენტი - გაბრაზებული იხვი თავს დაესხა მტაცებელ ფრინველს, რომელმაც უბრალოდ ტბაში თევზის დაჭერა გადაწყვიტა.

Zooclub

მტაცებელმა ფრინველმა შაკიმ (ქორისებრთა რიგის) ფორელის ტბა შეამჩნია და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ განრისხებული იხვის სიახლოვეს მოფრინდებოდა.

გარეული იხვი შაკის თავს დაესხა. შედეგად, მტაცებელი ფრინველის მიერ დაჭერილი თევზი ისევ წყალში ჩავარდა.

Zooclub

ფოტოგრაფის თქმით, სიტუაციიდან გამომდინარე, იხვს აგრესიის მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდა - ის არ იცავდა ჭუკებს და შაკებიც არასოდეს ნადირობენ იხვებზე ან მათ ნაშიერებზე.

"ტბასთან მისვლა მომიწია ღამის
2 საათის შემდეგ, რათა მზის ამოსვლა გადამეღო. წარმოდგენა არ მქონდა, თუ რა მელოდებოდა. მსგავსი რამ
არასოდეს მინახავს - იხვი მტაცებელ ფრინველს თავს ესხმის", - ამბობს ფოტოგრაფი ენდი ჰოვარდი.

Zooclub

ეპიკური შერკინება შოტლანდიის ქალაქ ავიმორში მოხდა.

Zooclub

ყოველივე დასრულდა იმით, რომ იხვმა "უდანაშაულო" შაკი საკვების გარეშე დატოვა.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

ცხვარი მგელს თავს დაესხა, ეს ბუნების კანონებს სცდება

საოცარი კადრები: პატრონი ძაღლს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პიტბულებისგან იცავს

გიგანტურმა წავებმა იაგუარი მდინარის ნაპირიდან გააგდეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?