აგრესიულმა ფარშევანგებმა ქალაქი დაიპყრეს
აგრესიულმა ფარშევანგებმა ქალაქი დაიპყრეს
კანადის ქალაქ სურეის მცხოვრებლებმა ფარშევანგების ქმედებასთან დაკავშირებით დიდი აღშფოთება გამოთქვეს.

ქალაქის შემოგარენში დაახლოებით 150-მდე ველური ფარშევანგი ცხოვრობს. ადრე ისინი ფერმერს ეკუთვნოდნენ, მაგრამ შემდეგ ფერმერი სხვაგან გადასახლდა და ფრინველები ბედის ანაბარად დატოვა. ფარშევანგები ქალაქში უშიშრად დადიან.

თავიდან ქალაქის მცხოვრებლები ფარშევანგის ხმაზე გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას.

“შეუძლებელია ძილი. როდესაც ჩემი ბავშვები პატარები იყვნენ, ეს ყვირილი ყოველთვის აღვიძებდა მათ”, - ამბობს ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრინველები საკმაოდ შორს ცხოვრობენ მათგან, ხმაურის გამო, მათ მაინც უწევდათ ხმაურის გამო ფანჯრების დახურვა.

მეორე
ოჯახის კართან ერთ-ერთმა ფარშევანგმა ბუდე გაიკეთა. ამასთან ერთად ფარშევანგებმა დაიწყეს ძვირფასი შავი მანქანების გაფუჭება.

ავტომანქანების
პატრონებმა მერიას დანაკარგის ანაზღაურება მოსთხოვეს, ასევე ის, რომ ფრინველები გაეგდოთ ქალაქიდან, თუმცა, ჩინოვნიკებმა უპასუხეს, რომ მათ მოთხოვნების შესრულება არ შეეძლოთ, რადგან არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც ფარშევანგების ქცევის რეგულირებას ეხება, ამიტომ არც ერთი უწყება ამ საქმეს ხელს არ კიდებს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?