კვერცხი–კვერცხში - ავსტრალიაში უზარმაზარი ქათმის კვერცხი აღმოაჩინეს
კვერცხი–კვერცხში - ავსტრალიაში უზარმაზარი ქათმის კვერცხი აღმოაჩინეს
ავსტრალიის პატარა ქალაქ ქეირიში, საოჯახო ფერმაში დიდი ზომის ქათმის კვერცხი აღმოაჩინეს. უჩვეულო ზომა ერთადერთი სიურპრიზი არ იყო. ყველაზე მეტად ფერმერები იმან გააკვირვა, თუ რა იდო კვერცხში, როდესაც ის გატეხეს.

ფერმის პატრონი სკოტ სტოკმანი იმ უჩვეულო კვერცხზე ყვება, რომელიც 176 გრამს იწონიდა და ზომით ჩვეულებრივზე სამჯერ დიდი იყო.

Zooclub

ფერმერი კიდევ უფრო გაოცდა, როდესაც კვერცხი გატეხა. მის შიგნით ცილასთან და გულთან ერთად აღმოჩნდა კიდევ ერთი, ოდნავ პატარა ზომის კვერცხი...

Zooclub

“ეს ბუნების ნამდვილი საოცრებაა, რაც ძალიან იშვიათად ხდება”, – ყვება ფერმერი.

ფერმაში 3 000 ქათამი ცხოვრობს.
მათ კარგად უვლიან. გარკვევა, თუ რომელი მათგანია რეკორდსმენი – რთულია. კვერცხებს სპეციალური აპარატი აგროვებს.

Zooclub

ადრე
ფერმაში 140-გრამიანი კვერცხიც იპოვეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?