ქათმების კუნძული
ქათმების კუნძული
ჰავაის კუნძულ კაუაიზე გარეული ქათმების მრავალათასიანი პოპულაცია ცხოვრობს. თუმცა, მათი წარმოშობა დიდი ხანი გამოცანად რჩებოდა.

არიან თუ არა ეს ქათმები ბნკივის ჯუნგლის ჯიშის ქათმების შთამომავლები, რომლებიც კუნძულზე კოლონისტმა პოლინეზიელებმა შეიყვანეს დაახლოებით 1000 წლის წინ? თუ ისინი იმ ფრინველების შთამომავლები არიან, რომლებიც ამ კუნძულზე ტროპიკული შტორმების შედეგად აღმოჩნდნენ?

გამოცანა გენეტიკურმა ანალიზმა ამოხსნა.

ბიოლოგ ებენი ჯერინგის თქმით, კუნძულ კაუაის ველური ქათმების წინაპრები იყვნენ როგორც ველური, ასევე შინაური ფრინველები. თუ მათ თანამედროვე ჯიშებთან შეაჯვარებენ, გენეტიკური ეფექტის მიღწევა შეიძლება - ანუ შინაური ქათმები ბევრად
გამძლეები გახდებიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?