6 წარმოუდგენელი დანაშაული, რომელიც თუთიყუშების დახმარებით გახსნეს
6 წარმოუდგენელი დანაშაული, რომელიც თუთიყუშების დახმარებით გახსნეს
ყველასთვის ცნობილია, რომ ძაღლები ბევრ დანაშაულს ხსნიან. ისინი მისდევენ დამნაშავეებს, პოულობენ ასაფეთქებელ ნივთიერებას, ნარკოტიკებს, ადვილად იღებენ კვალს. მაგრამ რამდენი შემთხვევა გაგიგიათ იმისა, თუ როგორ ხსნიან დანაშაულს შინაური თუთიყუშები?
კანონდარღვევა?
ჩვენ შეგიგროვეთ 6 წარმოგუდგენელი ისტორია, სადაც შინაურმა ბინადრებმა თავი გამოიჩინეს.

თუთიყუში ჟაკო
”არც გაიფიქრო გასროლა!”


მიჩიგანის შტატში, ერთ მშვენიერ დღეს შინაურ ფრინველთან დაკავშირებით ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა.

თუთიყუშმა ჟაკომ, რომელსაც ბადი ერქვა, ჩვენება მისცა. საქმის მსვლელობისას გაირკვა, რომ პატრონმა თავისი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მეზობელ გოგონას, რომელიც მათი სახლის ახლოს
მიდიოდა, მოულოდნელად ხმა შემოესმა და როდესაც ფანჯრიდან ოთახში შეიხედა, იქ საშინელი სურათი დახვდა: არეულ სახლში
ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. ცოლ-ქმარი ოთახის შუაში იწვა. როგორც აღმოჩნდა, მარტინსი პისტოლეტიდან მოკლეს. მის სხეულში რამდენიმე ნატყვიარი აღმოაჩინეს. გლენა კი მძიმედ იყო დაჭრილი, მაგრამ გონზე იმყოფებოდა.

რადგან გლენას მდგომარეობიდან გამოსვლას დიდი ხანი დასჭირდა, გადაწყვიტეს, თუთიყუში დროებით მისი მეუღლის ყოფილ ცოლთან გადაეყვანათ.

პოლიცია საქმეზე მუშაობდა. უეცრად საოცრება მოხდა. რამდენიმე კვირის შემდეგ თუთიყუშმა ორი პირის დიალოგი განასახიერა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თუთიყუში ბადი ცოლ-ქმრის ბოლო საუბარს გადმოსცემდა - ეს იყო ჩხუბი, რომლის ბოლოს ქმარმა შეჰყვირა: ”არც იფიქრო გასროლა!”

თუთიყუშმა კიდევ რამდენიმე დეტალი გამოააშკარავა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა დანაშაულის გახნისთვის საჭირო მტკიცებულებების პოვნა შეძლეს და გაარკვიეს, რომ მკვლელობა სწორედ ცოლმა ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველი არ დაესწრო სასამართლო პროცესს, მარტინის მეუღლე გაასამართლეს.


ფრინველი ნათელ ფერებში.
სისხლის კვალი


2001 წელს, აშშ-ში საშინელი მკვლელობა მოხდა: მანიაკი, სახელად დანილ ტორესი, დანით მამაკაცს (ჯონ ბაკლერს) თავს დაესხა. ბრძოლის დროს ბაკლერის თუთიყუში გააფთრებული დააცხრა თავს მკვლელს, მაგრამ თავდამსხმელმა საბოლოოდ პატრონიც მოკლა და ფრინველიც.

ჩხუბის დროს ფრინველის მოგერიებისას მკვლელმა კვალი მის ბუმბულებზე დატოვა. გამოძიების დროს სწორედ ეს იქცა საკვანძო მომენტად. ამგვარად, გამომძიებლებს ხელთ რამდენიმე სამხილი ქონდათ: თითების ანაბეჭდი ფრინველის ბუმბულებზე და სისხლი - მის ნისკარტში. როდესაც დანილა ტორესი დაიჭირეს და მას ეს საბუთები წარუდგინეს, მკვლელმა ყველაფერი აღიარა.


გატაცება ზოომაღაზიიდან

2011 წელს ჩინეთის დედაქალაქში მოიპარეს აფრიკული თუთიყუში, რომლის პატრონს ვინ ლუ ერქვა. გამტაცებელმა იცოდა, რომ ამ ჯიშის თუთიყუში ძალიან ძვირი ეღირებოდა, ამიტომ მან თუთიყუში გასაყიდად ერთ-ერთ ზოომაღაზიაში მიიყვანა.

რამდენიმე დღის შემდეგ, სრულიად შემთხვევით სწორედ ამ მაღაზიაში თავად ვინ ლუ შევიდა, მაგრამ თავისი თუთიყუში ვერ შეამჩნია. ფრინველმა კი მაშინვე იცნო პატრონი და რაც ძალა და ღონე ქონდა ხმაური ატეხა. თან პატრონის მიერ ნასწავლ სიტყვებს იმეორებდა. ვინი ლუმ მაშინვე იცნო თავისი თუთიყუში, რის შემდეგაც მაღაზიის გამყიდველმა მას იმ ადამიანის კოორდინატები მისცა, რომელმაც თუთიყუში მაღაზიაში გასაყიდად მიუყვანა. რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა გამტაცებელი დააკავეს.


ჯეკ-ჯეკი

მწვანე შეფერილობის თუთიყუში პატრონ ბარბარა კობთან ერთად ქალაქ მემფისში ცხოვრობდა. ერთხელ მათ სახლში მძარცველები შეიპარნენ. ისინი თავს მშვიდად გრძნობდნენ და სახლიდან არა მხოლოდ ფული მოიპარეს, არამედ ძვირფასეულობა და ძვირადღირებული ტექნიკა. დამნაშავეები ძარცვისას ერთმანეთს სახელით მიმართავდნენ. თუთიყუშმა კარგად დაიმახსოვრა ერთ-ერთის სახელი: ჯეკ-ჯეკი.

როდესაც მათ საქმიანობა დაასრულეს და წასვლა დააპირეს, უეცრად ფრინველმა ერთ-ერთს სახელი დაუძახა. იმ მომენტში მძარცველებმა არ მიაქციეს ყურადღება ამ ფაქტს, მაგრამ შემდეგ დაფიქრდნენ და სახლში თუთიყუშის წასაყვანად დაბრუნდნენ, თუმცა, მათ პოლიცია გამოეკიდა და მძარცველები სულ მალე დააკავეს. თუთიყუში არ დაზიანებულა.


ყურადღებიანი მეზობელი

ფლორიდაში ნამდვილი გმირი ცხოვრობს. ამ ჭკვიან ფრინველს ემერალდი ქვია. ერთ მშვიდ დღეს ემერალდმა დაინახა, რომ მეზობლის ფანჯარაში ქურდი ძვრებოდა. თუთიყუშმა ისეთი ხმაური ატეხა, რომ მისმა პატრონმა მოირბინა და მასაც იგივე სურათი დახვდა.
ქალმა სასწრაფოდ აკრიფა სამაშველოს ნომერი. დამნაშავე დააკავეს. მეზობელი კი დარწმუნდა, რომ მცველი თუთიყუში არაფრით ჩამოუვარდება მცველ ძაღლს.
მსგავსი ისტორია მოხდა ლონდონში. იქ თუთიყუშმა ხმაურით დააფრთხო მძარცველი.


ჩიტი გალიაში
აგრას განძი

ინდოეთის ქალაქ აგრაში ნამდვილი "აღმოჩენა" ცხოვრობს. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა თუთიყუშმა, სახელად გერალმა, თავისი პატრონის, ნელამ შარმასა და მისი ძაღლის საშინელი მკვლელობის საქმე გახსნა. ისინი საკუთარ ბინაში მოკლულები აღმოაჩინეს. დანაშაული თუთიყუშის თვალწინ მოხდა. სამწუხაროდ პოლიციას ერთი ხელმოსაჭიდი სამხილიც კი არ ქონდა.

ერთხელ მოკლულის ქმარი ვიჯა შარმა, საინტერესო სურათს შეესწრო. თუთიყუში, რომელიც ყოველთვის მეგობრული და მოლაპარაკე იყო, უცებ გაჩუმდა, როდესაც მას ოჯახის ნათესავი ანშუ მიუახლოვდა. თუთიყუშის ასეთი ცვლილება ანშუს ყოველ მიახლოებისას მეორდებოდა. თუთიყუში გალიის კუთხეში მიიყუჟებოდა და არანაირად აღარ რეაგირებდა ბინაში მყოფებზე, თავის პატრონის მიმართაც არ ქონდა რეაქცია. მაშინ ვიჯამ გადაწყვიტა, რომ ეს შეიძლება მკვლელობასთან ყოფილიყო კავშირში. მან გაიხსენა და წარმოთქვა ყველას სახელი, ვინც მკვლელობის დროს სახლში იყო და როდესაც მან ანშუს სახელი წარმოთქვა, თუთიყუშმა ყვირილი ატეხა.

ამ ინფორმაციით ვიჯე პოლიციაში მივიდა და ანშუ დაკითხვაზე გამოიძახეს. ანშუ გამოტყდა, რომ იმ დღეს მას ნათესავების გაქურდვა უნდოდა, მაგრამ ის დეიდა ნელამ დაინახა და მან იგი მოკლა. ძაღლი, რომელიც ამ დროს დაესხა თავს და უკბინა, ანშუმ გამოასალმა სიცოცხლეს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?