მამაკაცმა დილით გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი სახლის კედლებზე ხვრელები იყო
მამაკაცმა დილით გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი სახლის კედლებზე ხვრელები იყო
სიურპრიზები ყველას მოსწონს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ამ ამბის გმირმა აღმოაჩინა. ერთ დილას მამაკაცი ეზოში გავიდა და თვალებს არ უჯერებდა. სახლის ყველა კედელზე ხვრელები იყო და მასში რკოები ელაგა. თითქოს ბოროტმოქმედების ბანდამ გართობის მიზნით მთელი სახლი დაცხრილა. 

ამერიკელმა სახლის ფოტოები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განათავსა, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.

Zooclub

ამ შემთხვევაში, შედეგის მისაღწევად, ბოროტმოქმედებს იარაღი რკოებით უნდა დაეტენათ.

სინამდვილეში დამნაშავე ასე გამოიყურება - წითელთავა კოდალა (Melanerpes formicivorus), რომელიც რკოს პატარა ფუღუროში ინახავს.

Zooclub

ფრინველებმა მამაკაცის სახლი საკუთარი საკვების შემნახევლ ადგილად ჩათვალეს და კედლებზე ხვრელები
გააკეთეს.

Zooclub

მისი სახლი ტყვიებით დაცხრილულს ჰგავდა და ეს კოდალებმა სულ რაღაც ერთ ღამეში შეძლეს.

Zooclub

როგორც ჩანს,
ფრინველებს სინთეზური მასალა ხე ეგონათ და როდესაც მიხვდნენ, რომ ხვრელები ბევრად მარტივად გამოდიოდა, გადაწყვიტეს საკუთარი "რკოს საწყობი" გაეკეთებინათ.

Zooclub

კოდალები საკვების დაცვის მიზნით სახლს სხვა ფრინველებისგან დაიცავენ. ამ მხრივ, კი შესაძლოა, მეზობლობა შედეგიანი აღმოჩნდეს.

Zooclub

ფოტოების ავტორი მკითხველებს ურჩევს - "თუ სახლის ყიდვას გადაწყვეტთ, დაინტერესდით ადგილობრივი გარემო-პირობებით."

ასევე იხილეთ:

როცა 99 წლის ქალმა გაიღვიძა, აღმოაჩინა უცნაური ცხოველი, რომელსაც მის მკერდზე ეძინა

"მიშველეთ! დინოზავრი ჩემს ბოსტნეულს ჭამს!" მაშველებმა ქალის ბოსტანი "ურჩხულისგან" იხსნეს

ძაღლმა სანაპიროზე ისეთი რამ იპოვა, რომელიც უმუშევარ პატრონს დიდ ფულს მოუტანს
kaxeli
ეგ თუ სახლის კედელია,მაშინ პაპაჩემის აშენებული სახლი პირამიდა ყოფილა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?