მამალმა გედმა დაღუპული მეწყვილის ბარტყები გამოჩეკა
მამალმა გედმა დაღუპული მეწყვილის ბარტყები გამოჩეკა
დედალი გედის დაღუპვის შემდეგ მამალმა გედმა მეწყვილის ბარტყები გამოჩეკა. ასეთი მოვლენა ბუნებრივ ინსტინქტებს ეწინააღმდეგება.

ულამაზესი შავი გედების წყვილი – ჩარლზი და დიანა – სოჭში აჩიგაევის ტბასთან რამდენიმე წლის განმავლობაში ბინადრობდა. ამ დროის მანძილზე ფრინველებმა რამდენიმე თაობა გამოზარდეს. ტრაგედია მორიგი თაობის გამოჩეკამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა – დედალ გედს თავს მაწანწალა ძაღლები დაესხნენ. ის დაიღუპა, კვერცხებზე კი მამალი გედი დაჯდა.

"ბარტყები მამალმა გედმა გამოჩეკა, მათ გამოჩეკვას მოუთმენალდ ველოდით, – ჰყვება ტბასთან მდებარე დასასვენებლი ბაზის მფლობელი 36 წლის ალექსანდრ სტოროჟენკო, – მაგრამ
ბაზის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების ხროვა შეიჭრა, რომლებმაც დედალი გედი დაგლიჯეს. ყველანი შოკში ვიყავით. ბაზის თანამშრომლები
დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ფრინველს, რომელიც უდედოდ დარჩენილ ბარტყებს დედობას გაუწევდა. ამასობაში ვერავინ შენიშნა, რომ დაღუპული დედალი გედის ადგილი მამალმა დაიკავა და კვერცხებს გამოსაჩეკად დააჯდა. დაუჯერებელია, ფრინველის მამობრივი ინსტინქტი ამდენად ძლიერი აღმოჩნდა! გედების ერთგულებით ყოველთვის აღფრთოვანებულნი ვიყავით, მაგრამ ასეთი რამ პირველად ვნახეთ!"

რამდენიმე დღეში ხუთი პატარა გედი გამოიჩეკა. მამალი გედი მათ ერთი წუთითაც არ ტოვებს. ტბაზე ჩასული დამსვენებლები ამ გულისამაჩუყებელი სურათის შემხედვარე ცრემლებს ვერ იკავებენ.

მომზადებულია Life News-ის მიხედვით.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?