რატომ ყივის მამალი?
რატომ ყივის მამალი?
ცნობილია, რომ ველური მამლები მოიშინაურეს, როგორც საკულტო ცხოველი, ჯერ კიდევ უძველეს ინდოეთში, ჩვენს ერამდე III-II ათასწლეულში.

სწორედ თავისი ყივილის წყალობით, რომელიც ახალი დღის დადგომას ამცნობდა, ეს ფრინველი შინაური გახდა, და მხოლოდ ანტიკურ ევროპაში დაიწყეს ჯერ ქათმის ხორცის, და შემდეგ კვერცხის საკვებად გამოყენება.

ბუნებაში ფრინველთა ყველა ჯგუფი დაკავებულია სრულიად განსაზღვრული ადგილით, სადაც ისინი საკვებს მოიპოვებენ, მრავლდებიან. ისინი ამ ადგილს თავგამოდებით იცავენ სხვებისგან. თუმცა, მძვინვარე ბრძოლები, დაზიანებები საზიანოა სრულიად პოპულაციისთვის.

ამიტომ ბუნებამ ისე მოაწყო, რომ მამლები, ცნობილი ონავრები, იპყრობდნენ და ტერიტორიას იცავდნენ
მაქსიმალურად უსისხლოდ - მსგავსი სახეობის ფრინველებს აშინებდნენ ხმამაღალი ყივილით.
მამალი ყივის იმიტომ, რომ დაანახოს, თუ ”ვინ
არის აქ უფროსი”, რომ არც ერთ მეზობელ მეტოქეს არ დარჩეს ეჭვი იმისა, რომ სწორედ ის არის ბატონი თავის მონაკვეთზე და თავის ”ჰარემში”.

მამლის ყივილი ტერიტორიულ აკუსტიკურ სიგნალს მიეკუთვნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფრინველების ურთიერთობაში, განსაკუთრებით ველურ ფრინველებს შორის. თუმცა, შინაური მამლები აგრძელებენ მთელი სოფლისთვის საქათმეში თავისი უფლებების შესახებ შეტყობინებას. ყივილი გამოწვევაა სხვა მამლებისა, რაზეც სხვები ასევე ყივილით პასუხობენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?