რამ შეაშინა სასიკვდილოდ 3000 ინდაური?
რამ შეაშინა სასიკვდილოდ 3000 ინდაური?
თითქმის 3000 ინდაური ტამბოვის ოლქის ფერმაში შიშისგან დაიხოცა. ამის შესახებ 14 აგვისტოს ერთ-ერთი სადაზღვეო კომპანიის საიტზე დაწერეს.

კომპანიის ინფორმაციით, 2848 ფრინველის სიკვდილის მიზეზი გახდა რეპტილია, რომელმაც მათ ოთახში შეაღწია. შეშინებული ინდაურები პანიკამ შეიპყრო და ერთ ადგილას მოგროვდნენ, მოხდა ჭყლეტა და ისინი ასფიქსიით დაიხოცნენ.

შემთხვევის განხილვის შემდეგ, ეს შემთხვევა აღიარა სადაზღვევომ და კომპანიას, რომელსაც ინდაურები ეკუთვნოდა, გამოუყო შესაბამისი კომპენსაცია.

რაიონის საინფორმაციო ორგანოს მტკიცებით, ფრინველი იქ ბევრად მეტი იყო, ვიდრე გამოცხადდა, კერძოდ კი 660 000 ინდაური. პანიკა კი ფრინველებში ჩვეულებრივმა ხვლიკმა გამოიწვია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?