საინტერესო ფაქტები ყვავების შესახებ
საინტერესო ფაქტები ყვავების შესახებ
უკვე მრავალი საუკუნეა ყვავები პოპულარობით სარგებლობენ მრავალი ქვეყნის მითსა და გადმოცემებში. არ არის გასაკვირი, რომ ადამიანმა ამ ფრინველს მისტიკური დატვირთვა მიანიჭა. შავი შეფერილობა, ბასრი ნისკარტი, გამჭოლი მზერა, ავისმომასწავებელი ჩხავილი – ყველაფერი ეს კომპლექსში ჩიტს მისტიკურობას სძენს, რომელიც ბევრს დღემდე აფრთხობს. მისტიკურ თვისებებთან ერთად, შავ ფრინველს მრავალი საოცარი რეალური განსაკუთრებულობა გააჩნია. მოდით, გავიცნოთ ზოგი მათგანი.

ყვავის გონება
ყვავი ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ფრინველად ითვლება. როდესაც საუბარია დაზვერვაზე, ეს ფრინველები გამოკვლევების თანახმად, რეაგირებენ ბევრად უკეთ, ვიდრე დელფინები და შიმპანზეები. ყვავებმა, რომლებიც ქალაქებში ბინადრობენ,
ისწავლეს საკვების ადვილად მოპოვება, ადამიანების საკმაოდ ეშმაკური მეთოდებით მოტყუებით. ყვავებს, რომლებიც ველურ ბუნებაში გვხვდებიან, შეუძლიათ
მაღლიდან ქვების სროლა იმ ადამიანის მიმართულებით, რომელიც მათ ბუდეს მიუახლოვდება.

ყვავებს შეუძლიათ გაიმეორონ ადამიანის საუბარი
ადამიანებთან მცხოვრებ ყვავებს შეუძლიათ ლაპარაკის სწავლა ბევრად უკეთ, ვიდრე ზოგიერთი თუთიყუში. ამ ფრინველებს ასევე შეუძლიათ გაიმეორონ ავტომობილის ძრავის ხმა, ასევე ტუალეტის ჩარეცხვისა და ცხოველების. ველურ ბუნებაში ყვავები ხშირად ბაძავენ მგლებსა და მელიებს. მათი ძახილის იმიტირებით ყვავებს ხშირად შეუძლიათ დააფრთხონ და მოაცილონ ისინი ნანადირევს, ხოლო თავად ნარჩენებით ჩაიტკბარუნონ პირი.

ყვავები, როგორც შენიღბული სიბოროტე
ფრანგებს სჯეროდათ, რომ ყვავები – ეს უწმინდური ბერებისა და მონაზვნების ამ ქვეყანაზე მეორედ მოვლენილი სულებია. გერმანიაში ითვლებოდა, რომ ყვავებს დემონური საწყისი ჰქონდათ. შვეიცარიაში ყვავის ღამის ჩხავილს უკავშირებდნენ სულებს, რომელთაც ვერ მოიპოვეს სასუფეველი. დანიაში სჯეროდათ, რომ ყვავები ბოროტ სულებს განდევნიდნენ, მაგრამ თუ ადამიანი მათ ჩხავილის დროს შეხედავდა, შეიძლებოდა თავადაც ყვავად გადაქცეულიყო.

ყვავები მითებში
ტიბეტური და ბერძნული მითების თანახმად, ყვავები ღმერთების მოციქულები არიან. ხშირად ყვავის სახეს ბრძოლის დროს ომის კელტური ქალღმერთები იღებდნენ. ჩინეთში ითვლებოდა, რომ ყვავებს ღმერთების ნებით ცუდი ამინდის გამოწვევა შეეძლოთ, იმისათვის, რომ გაეფრთხილებინათ ადამიანები მათზე მომავალი საშიშროების შესახებ. ზოგიერთი ინდიელი ტომი ყვავს ეთაყვანებოდა, როგორც ცალკეულ ღვთაებებს.

ყვავებს ძალიან უყვართ თამაში
ყვავებში თამაშის თვისება შემჩნეული იქნა ჯერ კიდევ აბორიგენი ამერიკელების მიერ. ყვავებს შეუძლიათ ისრიალონ თოვლის ბორცვებზე მხოლოდ გართობის მიზნით. არც თუ იშვიათად შეიძლება შევნიშნოთ ყვავი, რომელიც სხვა ცხოველს ეთამაშება, მათ შორის ყველაზე ხშირად კატებსა და ძაღლებს. ხოლო ველურ ბუნებაში მგელს, ან წავს. თამაშის დროს ყვავმა შეიძლება გამოიყენოს კოხები, ბურთები, გირჩები და სხვა ნივთები, რომლებსაც ახლომახლო იპოვის.

ყვავები და ჭიანჭველები

ყვავები, ჭიანჭველის ბუდის აღმოჩენისთანავე იწყებს მასზე სრიალს, თამაშს, ბუმბულის გადარჩევას. ეს იმიტომ ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ჭიანჭველა შეუძვრეს ბუმბულების საფარში. ასეთი ქცევა ცოტა არ იყოს გაუგებარია, თუმცა ერთ-ერთი თეორია ამბობს, რომ ყვავი ასე იმიტომ იქცევა, რომ ბუმბულის ცვენის შემდეგ და ახალი ბუმბულის ამოსვლის დროს კანი დაიმშვიდოს.

ყვავები და მათი ჟესტები

ყვავებს შეუძლიათ ურთიერთობა ხმოვანი სიგნალების გარეშე. გამოკვლევების თანახმად ყვავებს ნისკარტის მეშვეობით შეუძლიათ მრავალი ჟესტის დემონსტრირება, რომელიც ერთი გუნდის ყვავების მიერ იქნება გაგებული.

ყვავები ადვილად გადიან ადაპტაციას

ყვავები მსოფლიოს ყველა კუთხეში ცხოვრობენ. ისინი ადვილად ეწყობიან როგორც თოვლიან, ისე უდაბნოს, ან ტყიან გარემოს. ადაპტაციის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს კვებისადმი მათი უპრეტენზიო დამოკიდებულება. ყვავები ჭამენ ყველაფერს: თევზს, ხორცს, ხის ნაყოფს და ნაგავსაც კი. ყვავების სიცოცხლის ხანგრძლივობა ველურ ბუნებაში 17 წელია, ხოლო სახლის პირობებში – 40 წელი.

ყვავები ერთმანეთს უთანაგრძნობენ

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყვავებს შეუძლიათ თანაგრძნობა. თუ ყვავს მოტყდება ფრთა, ან მიიღებს სხვა რაიმე ტრავმას, მასთან ერთ გუნდში მყოფი ყვავები არ ტოვებენ მას, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მას დამოუკიდებლად შეუძლია გზის გაგრძელება.

ბანდაში მყოფი ყვავები
მთელი სიცოცხლე ყვავები წყვილად ცხოვრობენ გამაგრებულ ტერიტორიაზე. როდესაც ახალგაზრდა ყვავებს უკვე შეუძლიათ თავის რჩენა, ისინი ტოვებენ მშობლების ბუდეს. მათთვის შემდეგ ოჯახად ხდება ყვავების ბანდა, სადაც ისინი ცხოვრობენ, სანამ ოჯახის შესაქმნელად და მომავლის გამოსაყვანად არ იპოვიან თავის პარტნიორს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?