პოლიციელი და ყვავის ბახალა - ერთი თბილისური მეგობრობის ამბავი!
პოლიციელი და ყვავის ბახალა - ერთი თბილისური მეგობრობის ამბავი!
მეგობრობა და ადამიანობა სიყვარულით, სიკეთითა და ერთგულებით განისაზღვრება. პოლიციელისა და ყვავის ბახალას მეგობრობის ამბავი, რომელიც ქალბატონმა მაია ორჯონიკიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, გულს გაგითბობთ.

ასეთი ადამიანი ბევრი უნდა იყოს. ასეთი პოლიციელი უნდა იყოს ბევრი.

"დღეს საღამოს ჩემს უბანში მაღაზიაში შევდიოდი და იქვე პოლიციელი დავინახე, რომელსაც მკლავზე წამოჩიტული ყვავის ბახალა ეჯდა. ვინც მიცნობს, არ გაუკვირდება რომ გავჩერდი და ყვანჩალას ცქერით ვტკბებოდი. იქვე ახალგაზრდა გოგონა იდგა და ბახალას ამბავიც მომიყვა - თურმე ორიოდე თვის წინ მიწაზე უპოვნია, სახლში წამოუყვნია და მას მერე
ზრდის და თავზე ევლება. ყვანჩალა საყვარლად აღებდა ნისკარტს და ხან წყალს ითხოვდა და ხანაც საჭმელს
- სრულიად შინაური, ადამიანების მიმართ ნდობით გამსჭვალული სუბიექტი გახლდათ, რომელმაც პოლიციელის მკლავიდან ჩემს მკლავზე გადმოინაცვლა და ნისკარტით რაღაც მისთვის საინტერესოს მაცლიდა თმიდან <3
ეს პოსტი კი მხოლოდ იმის გამო დავწერე, რომ ვუყურებდი ამ ყმაწვილ პოლიციელს და მიხაროდა -ვიცოდი, რომ ის არასოდეს არავის არ აწამებდა, არასოდეს არავის ჩაუდებდა წამალსა თუ იარაღს, რადგან ისეთი სითბო ედგა თვალებში და ისე ეფერებოდა პატარა ბუნების ქმნილებას, რომ ეს ყოვლად გამორიცხული იქნებოდა.
ბევრი ვეფერეთ ყვანჩალას, ბარე ათი კაცი შემოგვეხვია გარშემო და ისინიც ინტერესით ისმენდნენ ბახალას ისტორიას - სურათებიც კი გადავუღეთ ერთმანეთს "ყვავით ხელზე"...
მე კი მაღაზიისკენ განვაგრძე გზა და არ ვიცოდი, რა უფრო მიხაროდა - პოლიციელის ფორმაში ჩაცმული ასეთი კარგი ბიჭი თუ უდედმამო ბახალას ისტორიის კეთილი დასასრული <3
მე მიყვარს ასეთი პოლიცია, მხოლოდ ასეთი ბიჭები უნდა იყვნენ პოლიციაში, რომელნიც ქვეყნის კანონებსა და მის მოქალაქეებს ღირსეულად დაიცავენ!"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?