რომელი გაჩნდა ადრე - კვერცხი თუ ქათამი?
რომელი გაჩნდა ადრე - კვერცხი თუ ქათამი?
1 - მტაცებელი დინოზავრის ემბრიონი კვერცხში. რეკონსტრუქცია რეალური აღმოჩენების მიხედვით.
2 - ბუმბულიანი დინოზავრი მიკრორაპტორი - ფრინველების ერთ-ერთი ახლო ნათესავი.

ვიღაცას ეს კითხვა რიტორიკული გონია, მაგრამ პალეონტოლოგებმა იციან ზუსტი პასუხი - კვერცხი ქათამზე ადრე გაჩნდა.

ფრინველების მსგავსთა თანამედროვე ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და უძველესია ფრინველების დანარჩენ წარმომადგენლებთან. ის საერთო მასიდან გამოეყო და ჩამოყალიბდა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ფრინველები ძალიან სწრაფად განიცდიდნენ ევოლუციას. ეს მხოლოდ ანატომიურ მხარეზე არ აისახებოდა. ისინი მსოფლიოში გავრცელდნენ. თუმცა, ქათმებს და საერთოდ, თანამედროვე ფრინველებს კვერცხი არ
გამოუგონებიათ. ის მათ მემკვიდრეობით ერგოთ წინაპრებისგან - დინოზავრებისგან.

ფრინველებისა და დინოზავრების ნათესაური კავშირი დამტკიცებულია. ჩრდილო
აღმოსავლეთ ჩინეთში ნაპოვნია ფრთოსანი დინოზავრების (Sinornithosaurus milonii) შემონახული ნაშთები. ისინი 125 მილიონი წლისაა.
სინორნიტოზავრს ქონდა განვითარებული წინა კიდურები, რომლებიც ისევე მოძრაობდნენ, როგორც თანამედროვე ფრინველების ფრთები. მაგრამ ეს ფრთებისმაგვარი კიდურები არა ფრენისთვის არა,ედ მოძრაობის ბალანსირებისთვის იყო განკუთვნილი.
ჩინეთში, იმავე რაიონში ნაპოვნია კიდევ 3 სახეობის დინოზავრის ნაშთები, რომლებიც 120 მილიონ წელს ითვლის - პროტარხეოპტერიქსი, კაუდიპტერიქსი და სინოზავროპტერიქსი.


ეს ბოლო ფაქტობრივად ფრინველისმაგვარი დინოზავრებიდან დინოზავრების მსგავს ფრინველებში გარდამავალი სახეობა იყო.

ასევე, მადაგასკარში აღმოაჩინეს ცხოველი, რომლის ჩონჩხი ყვავის ზომისაა. მას არა მხოლოდ ბუმბულები ქონდა, არამედ დაფრინავდა კიდეც. მას მკვლევრებმა რახონავისი უწოდეს. მისი ასაკი 70-65 მილიონ წელს შეადგენდა. რახოვანისს ფრინველებთან და დინოზავრებთან ბევრი საერთო აქვს.

ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ისაა, რომ კვერცხის მეშვეობით ცხოველები ბევრად ადრე მრავლდებოდნენ, ვიდრე დინოზავრები. ეს საშუალება კოტილოზავრების დროიდანაა - პირველი მიწისზედა რეპტილიების, რომლებიც დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ დედამიწაზე. მათ შთამომავლობას კი წარმოადგენდა: დინოზავრები, ძუძუმწოვრები და ფრინველები.
დათიკო
"თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა. დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა და ყველა ცოცხალი სულის შექმნა, რომლებიც წყლებში აფუთფუთდნენ, მათი გვარისდა მიხედვით და ყველა ფრინველისა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო. აკურთხა ღმერთმა ისინი: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ ზღვები; გამრავლდეს ფრინველი დედამიწაზე“. დადგა საღამო და დადგა დილა, — მეხუთე დღე. შემდეგ თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები და გარეული ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით“. და ასეც მოხდა. დაიწყო ღმერთმა დედამიწაზე გარეული ცხოველების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით, ასევე შინაური ცხოველებისა და ქვეწარმავლების შექმნა მათი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ ესეც კარგი იყო". (ბიბლია, წიგნი დაბადება 1:1, 20-24).
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?