ასეულობით ფრინველი ტეხასში ცათამბჯენს დაეჯახა
ასეულობით ფრინველი ტეხასში ცათამბჯენს დაეჯახა
ამინდის პირობებმა ტექნოლოგიურ ფაქტორთან ერთად ტეხასის შტატში 400-მდე ფრუნველის სიკვდილი გამოიწვია. ფრინველები ძლიერი შუქით დაბრმავებულები და ქარის ნაკადით მიმართულნი ცათამბჯენს ეჯახებოდნენ და ცვიოდნენ.

4 მაისს დედამიწაზე, გალვესტონში, ყველაზე მაღალ შენობასთან ადამიანებმა ასობით მკვდარი და მომაკვდავი ფრინველი შენიშნეს. მთლიანობაში 400-მდე ფრინველი აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, სამხრეთში გამოზამთრების შემდეგ მათ მექსიკის ყურე გადაიფრინეს. ისინი ჩრდილოეთით, საკუთარ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ. გალვესტონის რაიონში მაისის დასაწყისში ძლიერი ქარი ქროდა და წვიმდა, რის შედეგადაც მათ ფრენა ცოტა ქვემოთ განაგრძეს. საქმე 23-სართულიანი ცათმბჯენის ძლიერმა სინათლემ დაასრულა. სპეციალისტები თვლიან, რომ სიბნელეში ფრინველებმა
ილუმინაცია მთვარის შუქად აღიქვეს.

ასეულობით ფრინველისგან, რომლებიც ცათმბჯენს შეეჯახნენ, მხოლოდ 3 გადარჩა. ისინი სარეაბილიტაციო ცენტრში
გადაიყვანეს. ტეხასელმა ორინტოლოგებმა აღნიშნეს, რომ ეს შემთხვევა ყველაზე მასობრივი შემთხვევაა შტატში ბოლო 10 წლის მანძილზე. მათ მსხვილი ქალაქების ხელმძღვანელობას დიდი თხოვნით მიმართს, რომ საოფისე ცათამბჯენების განათება ცოტა ჩაებნელებინათ ფრინველების მიგრაციის სეზონის დროს მაინც.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?