ბატმა პოლიციელი მიწაზე აგორავა (+ვიდეო)
ბატმა პოლიციელი მიწაზე აგორავა (+ვიდეო)
კანადური ბატი (Branta canadensis) საკმაოდ მსხვილი ჩრდილოამერიკული ფრინველია. როდესაც ის საფრთხეს გრძნობს, პირდაპირ შეტევაზე გადადის და თავდასხმის ობიექტები არც ისე იშვიათად ხდებიან სწორედ ადამიანები, მათ შორის პოლიციის ფორმიანები.

ბატების ოჯახის წარმომადგენელი, კანადური ბატი (Branta canadensis), ჩრდილოეთ ამერიკაში წყალზე მცურავ ყველაზე გავრცელებულ ფრინველს წარმოადგენს. პოპულაციის რაოდენობა 5 მილიონს აღემატება. ისინი სიგეძით ერთ მეტრამდე იზრდებიან, მათი გაშლილი ფრთების სიგრძე 183 სმ-ს აღწევს. ამ ფრინველებს სულაც არ აშინებთ ადამიანის მეზობლად ცხოვრება. მეტიც, ზოგ რეგიონში ისინი ოფიციალურად აღიარებულნი არიან, როგორც მოსახლეობისთვის საშიში ფაქტორი.

Zooclub

აშშ-ს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანადური ბატის რაოდენობას ქალაქის რაიონებში 1999 წლიდან აკონტროლებს: ეს ფრინველები ქალაქის მცხოვრებლებს
ძალიან ვნებენ. იმის გამო, რომ გამვლელებს ისინი მტრად აღიქვამენ, კანადურ ბატებს მათზე შეტევა მიაქვთ. დასაწყისში ფრინველები საბრძოლო პოზას იღებენ, ფრთებს შლიან, შიშინებენ, შემდეგ კი თავს ესხმიან ”მტერს”. ამასთან, მათ შეუძლიათ ადამიანს მტკივნეულად უკბინონ ან ძლიერი ფრთებით დაარტყან. მათი თავდასხმის ობიექტები არიან ადამიანები და ცხოველები.

Zooclub

სულ ახლახანს სოცქსელში დადეს ვიდეო, სადაც ასახულია ინდიანას შტატში კანადური ბატისა და პოლიციელის ”შეტაკების” სცენა. ფრინველი თავს ესხმის მამაკაცს, ის კი თავის დაცვას ცდილობს ჩანთით, მაგრამ ბატმა მისი წაქცევაც კი შეძლო.

იხილეთ ვიდეო: ”კანადური იხვი ქალაქის მცხოვრებლებს თავს ესსხმის”

იხილეთ ვიდეო: ”ფრინველმა პოლიციელი მიწაზე აგორავა”
io
მე ძალიან მიყვარს ეს ფრინველები არც ისეთი აგრესიულები არიან პირიქით .უჭკვიანესი ფრინველია
onisime-ს
ხელი მოისვი ოე :D შენ გექნება შით სადმე
onisime
შით ხო არა გაქვთ?
jiji
რომელია ახლა, ამათში ბატი და რომელი პოლიციელი, იქნებ თქვას ვინმემ?!
tamari
ახლა ალბატ პრტებზე ბორკილებს დაადებენ და დააპატიმებენ პოლიციაზე ხელყოპის დარგევიტ. 5 დან 15 წლამდე ცჰასვავენ.)))))))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?