პოლიციამ მამალი დააპატიმრა და ციხეში ჩასვა
პოლიციამ მამალი დააპატიმრა და ციხეში ჩასვა
ჰონდურასში ციხის საკანში მამალი ჩასვეს. მამალი ქალაქ ტრუხილოს ორ მცხოვრებს შორის ჩხუბის დაწყების მიზეზი გახდა.

"Daily Mail"-ის ცნობით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცმა საკუთარი მიწის ნაკვეთზე მეზობლის მამალი იპოვა. მას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ ფრინველი მის ხეზე ადიოდა და ხმაურობდა. მამაკაცის პრეტენზიებმა მამლის პატრონი აღაშფოთა და მეზობლებმა ჩხუბი დაიწყეს. როდესაც ერთ-ერთი მათგანი მეორეს მოკვლით დაემუქრა, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.

წესრიგის დამცველებმა არც ერთი მათგანი არ დააკავეს. მათ დაიჭირეს მამალი და ციხეში წაიყვანეს. მამალს კი მხოლოდ შერიგების შემთხვევაში დაუბრუნებენ.

Zooclub

ციხეში მყოფი მამლის ფოტოებმა სოციალურ ქსელში
დიდი პოპულარობა მოიპოვა. ერთ-ერთ მათგანზე ჩანს, თუ როგორ უმაგრებენ პოლიციელები მამალს თათზე საიდენტიფიკაციო თაგს. მეორე ფოტოზე
კი ფრინველი საკანში ზის.
ოქტომბერში შოტლანდიის ქალაქ დანდიში დააკავეს ქათამი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და გზას იქ გადადიოდა, სადაც არ იყო ნებადართული.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?