ყვავმა რუსეთის საზღვართან ესტონელ მოქალაქეს პასპორტი მოპარა…
ყვავმა რუსეთის საზღვართან ესტონელ მოქალაქეს პასპორტი მოპარა…
ყვავმა ესტონეთის მოქალაქეს პასპორტი მოპარა. ინციდენტი რუსეთ-ესტონეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დოკუმენტების გაფორმებისას მოხდა.


“საბაჟოზე სატრანსპორტო საშუალების საბუთების გატარების ჩვეულებრივი პროცედურა დაიწყო. მოქალაქემ ის იყო პასპორტი ამოიღო, რომ უეცრად ყვავი მოფრინდა. ფრინველმა უცერემონიოდ გამოსტაცა დოკუმენტი და მკვეთრად აიჭრა ცისკენ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა”, - ნათქვამია შეტყობინებაში.

საბაჟოს წარმომადგენლები დახმარებას შეეცადნენ. მათ კინოლოგებიც კი გამოიძახეს, თუმცა, ყვავის დაჭერა ვერ შეძლეს. შედგა განცხადება პასპორტის დაკარგვის თაობაზე. ივანგოროდის პოლიციაში სანკტ პეტერბურგში ესტონეთის საკონსულოს მისამართიც მისცეს. სამშობლოში
დასაბრუნებელი დოკუმენტები პიროვნებას სწორედ საკონსულოში გაეგზავნება.


"მამაკაცმა დოკუმენტები აღადგინა და სახლში დაბრუნდა. ორ დღეში კი პასპორტი იპოვეს. როგორც ჩანს, ყვავმა ის სასაზღვრო გამშვებ პუნტთან
სულ ახლოს ჩამოაგდო”, - იტყობინებიან უწყებაში და აღნიშნავენ, რომ საზღვრის გადაკვეთისთვის დოკუმენტი აღარ გამოდგებოდა, რადგან ფრინველმა იქიდან ერთი ფურცელი ამოხია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?