ჩვეულებრივ აქ გაზაფხულიდან აციებამდე იხვები ცხოვრობენ. ხან უფრო დიდი ზომის ფრინველებიც მოფრინავენ.
მაგალითად წელს, მთელი ზაფხულის მანძილზე ქათქათა გედების წყვილს ხედავდნენ. როდესაც ყინვა დაიწყო და იხვები გაფრინდნენ, გრძელკისერა ლამაზმანები რატომღაც დარჩნენ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთს თავს ძაღლი დაესხა და ფრთა დაუზიანა. ის ახლა ვერ დაფრინავს. მეგობარმა გედმა კი არ მიატოვა. ცოტაც და ფრინველები უბრალოდ ყინულში ჩაიყინებიან. ყოველ წუთს მდინარე მეტად იყინება.
ცხოველთა დამცველებმა
კიდევ ერთი პრობლემაა - გედები ველურები არიან. ადამიანებს არ უახლოვდებიან, ასე რომ ძნელია მათი დაჭერა და გადარჩენა!
საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურიდან მოვიდა შეტყობინება, რომ შაბათს ფრინველების გადასარჩენად ადგილზე მაშველები იმუშავებენ.
დრო ძალიან ცოტაა, რადგან ყინვა ძლიერდება.
იხილეთ ვიდეო