ყველაზე სწრაფი ფრინველების - შევარდენისა და ნამგალას რეკორდი ფრენის სისწრაფეში მოხსნილია!
ყველაზე სწრაფი ფრინველების - შევარდენისა და ნამგალას რეკორდი ფრენის სისწრაფეში მოხსნილია!
ღამურები ცნობილები არიან სწრაფი ფრენით, თუმცა, ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ფრინველები მათ უსწრებდნენ. სულ ახალი კვლევები ცხადყოფს, რომ ღამურები მაინც ლიდერები არიან სიჩქარეში.

ყველაზე სწრაფ ფრინველად შევარდენი (Falco peregrinus) ითვლება. მისი სიჩქარე 90 კმ/სთ-ზე მეტია. ჰორიზონალური ფრენისას მას ნამგალამ გაუსწრო (Apus Apus).

ადრე ითვლებოდა, რომ ეს ხერხემლიანთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჰორიზონტალური ფრენისას. თუმცა, ტენესის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა იპოვეს ახალი ლიდერი - ბრაზილიური ცხვირნაოჭა ღამურა (Tadarida brasiliensis). მისი სიგრძე 9 სანტიმეტრია და აშშ-ს სამხრეთით, მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკაში, კარიბის აუზის კუნძულებზე, ჩილესა და
არგენტინის ცენტრალურ ნაწილში ბინადრობს.

კვლევის ფარგლებში 7 ცხვირნაოჭა ღამურას რადიოგადამცემები დაუმაგრეს. 6-მა მათგანმა ჰორიზონტალური ფრენის
დროს 100 კმ/სთ, ერთმა მათგანმა კი 160 კმ/სთ განავითარა.

ფრთოსნების გადაადგილების სიჩქარეს მათი ანატომია უზრუნველყოფს.

სამეცნიერო სამუშაოს შედეგი ჟურნალ "Royal Society Open Science"-შია გამოქვეყნებული. სტატიის კომენტირებისას ზოგი ბიოლოგი ავტორების დასკვნას არ ეთანხმება. ისინი თვლიან, რომ კვლევები უზუსტოა: კერძოდ, არ იყო გათვალისწინებული ქარის სიჩქარე. ამასთან, შესაძლოა, სწორედ ჰაერის დინებათა ჩქარი მოძრაობა უწყობს ხელს ღამურების უსწრაფეს ფრენას.

ტენესის უნივერსიტეტის მეცნიერები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ გაზომვა ღამით, უქარო ამინდში ხდებოდა. სავარაუდოდ,+ ამ სახეობის ღამურებს დამატებით კიდევ დააკვირდებიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?