წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ფრინველები წელიწადში 10 თვეს ჰაერში ატარებენ
წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ფრინველები წელიწადში 10 თვეს ჰაერში ატარებენ
ფრენის ხანგრძლივობაში რეკოდრსმენად ნამგალა ითვლება. ფრინველზე დამაგრებული გადამცემის საშუალებით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ზოგი სახეობა ჰაერში 10 თვეს ატარებს. კვლევის შედეგი ჟურნალ "Current Biology"-ში გამოქვეყნდა.

ორინტოლოგები დიდი ხანია თვლიდნენ, რომ შავი ნამგალები სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ჰაერში ატარებდნენ. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური გადამცემები, რომლებიც ფრინველის ფრენის სიჩქარესა და მის ადგილმდებარეობას არეგისტრირებდნენ. რამდენიმე წილს შემდეგ მკვლევარებმა 19 რეგისტრატორიანი ნამგალას დაჭერა შეძლეს.

მათი ბუდობის პერიოდი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.  ფრინველები დანარჩენ 10 თვეს, ესეიგი დროის 99%-ს ჰაერში ატარებდნენ. მეცნიერები თვლიან,
რომ ნამგალები ცაში, თბილი ჰაერის დინების დროს ისვენებენ და ასე ენერგიას ზოგავენ.

“როცა შავი ნამგალები
აგვისტოში ბუდობის ადგილს ტოვებენ და ცენტრალურ აფრიკაში მიფრინავენ, მანამ არ ეხებიან მიწას, სანამ გამრავლების შემდეგ სეზონზე, 10 თვის მერე არ დაბრუნდებიან უკან”, - ამბობს ანდრეს ხედერსტრი.

ორინტოლოგი აღნიშნავს, რომ ზოგი სახეობა დროდადრო ხის ტოტზე ჯდება, მაგრამ ნამგალების უმატესობას მთელი ამ პერიოდის გატარება ჰაერში შეუძლია.

მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს, თუ ზუსტად როგორ სძინავთ ფრინველებს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ზოგი სახეობა 10 თვის მანძილზე მიწაზე არ ეშვება იმას ამტკიცებს, რომ მათ ძილი ფრენის დროს შეუძლიათ.

Zooclub

გადაფრენასთან დაკავშირებული მაღალი ენერგეტიკული ხარჯვის მიუხედავად, შავი ნამგალები ძალიან დიდხანს ცხოვრობენ. დაფიქსირებულია შემთხვევა, როდესაც ნამგალას 20 წლამდე უცოცხლია. ორინტოლოგები ამ საკითხზე ხუმრობენ კიდეც, რომ ამ დროის განმავლობაში ეს ფრინველები სამჯერ შეძლებდნენ მთვარეზე გაფრენასა და უკან დაბრუნებას.
მირჩიეთ
რა გავაკეთო მტრედებმა დაიდეს ბინა ჩემი სახლის სხვენში. მოსვენებას არ მაძლევენ ღამითაც კი ხმაურობენ და დილაზე აღარ მაქვს საუბარი. გავყარე, მაგრამ მაინც მოვიდნენ, ნერვოზი დამმართეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იქნებ მირჩიოთ რამე, რა ვქნა? ნეტა ვიცოდე ისეთი რამ რაც მათ სძულთ, რომ აღარ მოეკარონ სახლს ახლოს. ერთზე და ორზე არ მაქვს საუბარი სადღაც თხუტმედამდე იქნება.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?