ციმბირში უძველესი თუთიყუშის ნაშთები აღმოაჩინეს
ციმბირში უძველესი თუთიყუშის ნაშთები აღმოაჩინეს
რუსმა პალეონტოლოგებმა ბაიკალის კუნძულ ოლხონზე წარმოებული გათხრების დროს აღმოაჩინეს თუთიყუშის ძვლები, რომლებიც 16-18 მილიონი წლით თარიღდება. კვლევა ჟურნალ "Biology Letters"-ში გამოქვენდა, მასზე ასევე "BBC"-ი წერს.

მეცნიერებს ძირითადად მღრღნელების, კატების, ბეჰემოთებისა და მარტორქების ძვლები ხვდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის ნაშთები აქ ადრეც აღმოაჩინეს, ასეთი ეგზოტიკური სახეობა ციმბირში პირველად შეხვდათ.

მოცემული ძვალი მიეკუთნებოდა პატარა ფრინველს, რომელიც როგორც ჩანს, ზომით თანამედროვე ტალღოვანი თუთიყუშისხელა იყო.

“სამწუხაროდ, ძვალი ცუდადაა შენახული და ამ ფრინველის გარეგნობას ვერ აღადგენთ”, - ამბობს კვლევის ავტორი ნიკიტა ზელენკოვი.

მეცნიერების აზრით, ნაპოვნი ნიმუშები საშუალებას გვაძლევს,
რომ მილიონი წლის წინ თუთიყუშები ევრაზიის ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, ან გადამფრენი ფრინველების მიგრაციის გზა ბაიკალის ტბის
გასწვრივ გადიოდა.

ექსპერტების თქმით, ახალმა აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს მეცნიერების აზრი მსოფლიოში თუთიყუშების გავრცელების მარშრუტის შესახებ. ადრე ითვლებოდა, რომ ეს ფრინველები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში აფრიკიდან მოფრინდნენ. თუმცა, ახალმა აღმოჩენამ საშუალება მისცა მეცნიერებს ეფიქრათ, რომ ეგზოტიკური ფრინველები უძველეს დროში ამერიკაში აზიიდან ბერინგის ყურეს გადაფრენით ხვდებოდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?