მელოტი განუყრელი თუთიყუში, რომელიც ყველას შეუყვარდა
მელოტი განუყრელი თუთიყუში, რომელიც ყველას შეუყვარდა
როდესაც 23 წლის იზაბელა აისენმანმა სოცქსელში მელოტ თუთიყუშ რეიზე პოსტი ნახა, მაშინვე გადაწყვიტა, დახმარებოდა. თუთიყუშისთვის ახალ პატრონს ეძებდნენ. ახლა ეს საყვარელი ფრინველი მთელ მსოფლიოს შეუყვარდა. ინსტაგრამის ხელმომწერები იზაბელა რეის ციცქნა სვიტერებსაც კი უგზავნიან.

“როდესაც მას სვიტერი აცვია, თავს ძალიან მყუდროდ გრძნობს და მშვიდად იქცევა”, - ყვება საოცარი თუთიყუშის პატრონი.

Zooclub

სამწუხაროდ, რეის სჭირდება ეს კოსტუმები არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ სითბოს შენარჩუნებისთვის.

Zooclub

ნისკარტისა და ბუმბულის ცირკოვირუსული დაავადების გამო, რეი შიშველია. ასეთი დაავადების განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში ფრინველებს ასევე სცილდებათ ბრჭყალები და ნისკარტი.

Zooclub

საბედნიეროდ,
რეის დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს და მას სისხლის ყოველწლიური ანალიზის გარდა არანაირი პროცედურა არ ესაჭიროება.

Zooclub

მისი გარეგნობის მიუხედავად, რეი ძალიან მხიარული ფრინველია, რომელსაც უყვარს კამპანია, ხშირად გალიის გარეთ სეირნობს და სახლში დარბის. ხანდახან ის მღერის კიდეც. ეს განუყრელი იმდენად საყვარელია, რომ მას ვერასდროს გაეყრებით!

Zooclub
.....
ეჰ ნეტა ჩემი კოკრიკო ცოცხალი იყოს და თუნდაც ასეთ მდგომარეობაში:(
ხატია.
საყვარელიი. ნეტა ჩაცმული როგორია?:D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?