ამ სახეობის ფრინველი ცოლ-ქმრული ერთგულების, ბედნიერებისა და ურთიერთ სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. მდედრი და მამრი მანდარინა ყოველთვის ერთად არიან. მეტიც, ისინი ერთდროულად ფრინდებიან. ეს ფრინველი პარტნიორს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ირჩევს და მასთან განშორების შემთხვევაში, შესაძლოა, მარტოობით მოკვდეს. ერთმანეთისადმი ერთგულების გამო, მანდარინა სიყვარულის სიმბოლო გახდა, რაც აისახა არაერთი ავტორის ნაწარმოებსა და მხატვრობაში.

ძველად ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრად მიჰქონდათ ნახატები, სადაც იხვი მანდარინა იყო გამოსახული. ეს ბედნიერი ოჯახური
მრავალი საუკუნის განმავლობაში ეს იხვები აფორმებდნენ კორეისა და იაპონიის პარკებს, თუმცა, ამ ეგზოტიკური ფრინველის ყოლა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ.

არსებობს ლეგენდა: ჩინელმა ბატონმა გადაწყვიტა ცოლთან დაშორება. ის პარკში ტბის პირას სეირინობდა და ფიქრობდა, როგორ მოეგვარებინა ეს პრობლემა. ამ დროს დაინახა ორი მანდარინა, რომლებიც ტბაში ცურავდნენ. ფრინველები ნაზად და სიყვარულით ეფერებოდნენ ერთმანეთს. ბატონს გაახსენდა საკუთარ ცოლთან გატარებული საუკეთესო წუთები და ჩამქრალმა სიყვარულმა მის გულში კვლავ გაიღვიძა. სწორედ, ასე გადაარჩინეს იხვებმა ოჯახი დანგრევას.
ასევე იხილეთ:
მსოფლიოში ყველაზე პატარა ჩიტი
ყველაზე იშვიათი ქათმის სახეობა დედამიწაზე, მსგავსი არასოდეს გინახავთ
რატომ არ უნდა აიყვანოთ ნაპოვნი ბარტყი