ფრთოსანი მოგზაური: ქათამი თავის მეგობართან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს (+ფოტო)
ფრთოსანი მოგზაური: ქათამი თავის მეგობართან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს (+ფოტო)
24 წლის ბრეტონელმა გირეკ სუდემ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში თავისი ქათამი, სახელად მონიკი წაიყვანა. მისი აზრით, ქათამი კვერცხს დადებდა, რასაც ის საკვებად მოიხმარდა. თუმცა, სულ მალე ქათამმა დაამტკიცა, რომ მას ამაზე ბევრად მეტი შეეძლო - ანუ ის საუკეთესო თანამგზავრი გახდა. ასეთზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა. იგი არა მარტო კვირაში 6 ცალ კვერცხს დებს, ასევე დაკავებულია სერფინგით, ცურავს, იკვებება მფრინავი თევზებითა და სკეიტითაც კი დადის.

სუდე და მონიკი კანარის კუნძულებიდან 2014 წელს გავიდნენ და კარიბის ზღვაში სენ-ბარტელემისკენ აიღეს გეზი, სადაც ფრანგი სერფინგის
სწავლების კლუბში მუშაობდა, რომ მოგზაურობის ბოლო ნაწილისთვის საჭირო ფული გამოემუშავებინა. აგვისტოს ბოლოს ისინი არკტიკის მხარეს
გაემართნენ.

Zooclub

“თავიდან ძალიან განვიცდიდი დიდი ტალღბის გამო, რადგან მონიკის შეიძლება ფეხი დაცდენოდა და ზღვაში აღმოჩენილიყო, მაგრამ ის ყოველთვის მყარად იდგა თავის პაწაწინა ფეხებზე, - ამბობს სუდე, - ის ძალიან მამაცია”.

“ის ყველგან დამყვება და არასოდეს მიქმნის პრობლემას. ყველაფერი, რაც მჭირდება, არის მისი სახელის ხსენება და მონიკი უკვე ჩემკენ მოდის, მუხლებზე დამისკუპდება. ის ჩემი საუკეთესო კომპანიონია”.

მოგზაური მეგობრები ახლა გრენლანდიის სანაპიროზე არიან, სადაც ივლისის შუა რიცხვებამდე დარჩებიან და როგორც კი ყინული დადნება, წყნარ ოკეანეს მიაშურებენ.

აღსანიშნავია, რომ სუდე მონიკის თავგადასავლების შესახებ საბავშვო წიგნს წერს!

იხილეთ ფოტოგალერეა


გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?