რამოდენიმე დღის წინ ინდონეზიის მებაჟეები საშინელი ქმედების მომსწრენი გახდნენ. კერძოდ, კონტრაბანდისტების მიერ ცხოველებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტი იხილეს.
დამნაშავეები რამოდენიმე ათეული იშვიათი თუთიყუშის (კაკადუს) ლიტრნახევრიან პლასტიკატის ბოთლებით საზღვარზე გადაყვანას ცდილობდნენ. როგორც გაირკვა, თითო ფრინველზე ისინი 885 ევროს მიიღებდნენ.
მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ წვერია. ცხოველების გამყიდველების ყოველწლიური შემოსავალი 20 მილიარდ ევროს შეადგენს.
იმის გამო, რომ
კონტრაბანდის აღმოჩენისთანავე ფრინველები ვეტერინარებს გადასცეს. ისინი მათ მოუვლიან და კვლავ ბუნებაში დააბრუნებენ.
ადამიანი გაუმაძღარია. ყველაფერი რომ მიიღოს, მაინც უკმაყოფილო იქნება. საშინელება ისაა, რომ ამის გამო უდანაშაულო ცხოველები იტანჯებიან.