როცა ცოლის ხმა თუთიყუშის ხმაში ერევათ - ბრაიტონის მცხოვრებლებმა მეზობლისა და თუთიყუშის ჩხუბის გამო პოლიცია გამოიძახეს...
როცა ცოლის ხმა თუთიყუშის ხმაში ერევათ - ბრაიტონის მცხოვრებლებმა მეზობლისა და თუთიყუშის ჩხუბის გამო პოლიცია გამოიძახეს...
კანადის ქალაქ ბრაიტონის მცხოვრებლებმა მათი მეზობლისა და თუთიყუშის ჩხუბის გამო პოლიცია გამოიძახეს. როგორც აღმოჩნდა, მათ ფრინველის ხმა მეზობლის ცოლის ხმაში აერიათ.

რუსული “ბი-ბი-სის” ცნობით, პოლიციას ერთდროულად მიმართა რამოდენიმე ადამიანმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მეზობელი ხმამაღლა ლანძღავდა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა. ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.

“ჩვენ დავინახეთ ბინის პატრონი, რომელიც თავის თუთიყუშს უყვიროდა. მისი თქმით, თუთიყუში იკბინებოდა”, - ყვება ერთ-ერთი პოლიციელი. მან დააზუსტა, რომ კანადელი ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, თუმცა, თუთიყუშს არაფერი ემუქრებოდა.

მამაკაცისადმი პოლიციას დასჯის
არანაირი ზომა არ მიუღია.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?