შეყვარებული გედი თბილ ქვეყნებში არ გაფრინდა... მან დაჭრილი მეორე ნახევარი ცივ ზამთარში მარტო არ მიატოვა
შეყვარებული გედი თბილ ქვეყნებში არ გაფრინდა... მან დაჭრილი მეორე ნახევარი ცივ ზამთარში მარტო არ მიატოვა
სიყვარული და მზრუნველობა არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც ახასიათებთ. ჩვენ არაერთი ფაქტი გვსმენია და წაგვიკითხავს ამის შესახებ და ეს კიდევ ერთი მაგალითია მათი თავდადებისა:

ერთგული შეყვარებული გედები ადამიანების დახმარებით სიკვდილს გადაურჩნენ. მოსკოვის გარეუბნის ერთ-ერთ პარკში გედების წყვილი ბინადრობდა. ზამთრის დადგომასთან ერთად, ისინი თბილ ქვეყნებში უნდა გადაფრენილიყვნენ, თუმცა, დედალმა გედმა ფრთა დაიზიანა და გაფრენა ვეღარ შეძლო. სიყვარულის და ერთგულების ნიშნად მამალი გედიც მის გვერდით დარჩა.

"ამ პარკის ტბაში მხოლოდ იხვები ბინადრობდნენ. ძალიან გაგვიხარდა, როდესაც გედები გამოჩნდნენ. სეირნობისას ყოველთვის მიმქონდა საკვები. როდესაც
აცივდა გედებმა გაფრენა სცადეს, "მეფე" თავისუფლად აფრინდა, თუმცა, "დედოფალ გედს" ფრენა გაუჭირდა და ისევ პარკის
ტერიტორიაზე დაეშვა."- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

როგორც ჩანს, წყვილმა გამოზამთრება იმავე პარკში გადაწყვიტა. მათ ხეზე ბუდეც გაიკეთეს, თუმცა, ყინვაში მათი გადარჩენის შანსები ნაკლები იყო, ამიტომ წყვილის გულშემატკივრებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს, რათა გედებს დახმარებოდნენ.

Zooclub

მაშველები ტბის სიღრმეში შევიდნენ, გედებმა გაქცევა სცადეს, მაგრამ საბედნიეროდ, ორივე ფრინველი დაიჭირეს და მოსკოვის რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს. მათ გაუკეთდათ სპეციალური "სახლი", სადაც შეყვარებულები ერთად გამოიზამთრებენ, ხოლო ზაფხულში ისევ დაუბრუნდებიან მოსკოვის გარეუბანში მდებარე პარკს.

ასევე იხილეთ:

ირმები ბიჭს მთელი ღამე ათბობდნენ, რათა არ გაყინულიყო

ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი

როგორ იცავს მამალი გედი თავის შვილს ადამიანებისგან

leila
სოციალური კსელებიტ სჰესადზლებელი გახდა უპრო მეტად გავეცნოტ ცხოველების და პრინველების ცხოვრებას,კცევას,როგორ იცავე ან ვერ იცავენ ტავს სასტიკი ადამიანებისაგან ან კლიმატისაგან და მარტლაც მეტ ცჰვენზე მეტი ერტგულება და სიკვარული სჰესდზლებიატ,დროა ცჰვენც ვისცავლოტ მატგან ტავდადება და ერტგულება
გიო
შეიძლება ბუჩქებში სცადეს სადმე ბუდის გაკეთება და თარგმანში გაიპარა უზუსტობა.
ვენი, ვედი, ვიცი
ერთი პააატარა შეუსაბამობა–გედები ხეებზე ბუდეს ვერ აკეთებენ...დანარჩენი შეიძლება სიმართლეა...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?