ფრინველი ძაღლს ბეწვს აცლის, რათა ბუდე გააკეთოს (+ვიდეო)
ფრინველი ძაღლს ბეწვს აცლის, რათა ბუდე გააკეთოს (+ვიდეო)
ჩვეულებრივ, ფრინველებს არ სჭირდებათ დამხმარე ბუდის შენების დროს, თუმცა, ყველაფერს გამოსადეგს ეტანებიან, თუნდაც ეს მათთვის საშიში იყოს. ბუდის ასაშენებლად ისინი იყენებენ სხვადასხვა მცენარეს, ობობის ქსელს, თიხას და ა.შ.
ფრინველი ნამგალა ბუდეს ნერწყვის დახმარებით აშენებს. მის ნერწყვს აქვს უნარი ჰაერშიც კი დაკრისტალდეს. ეს ფრინველი სახლს მიუვალ ადგილებში, ბორნეოს კუნძულებზე აშენებს.

როგორც ვიდეოდან ჩანს, ამ უშიშარმა ნამგალამ გადაწყვიტა ბუდე ფაფუკი ბეწვისგან გააკეთოს. ის არ შეუშინდა უზარმაზარ ცხოველს და თავისუფლად მიუახლოვდა. ფრინველი ძაღლს აცლის ბეწვს, რათა შემდეგ ბუდე ააშენოს.

ვიდეოს ავტორის თქმით, ამ ნამგალას
ყველაზე თბილი და უცნაური ბუდე ექნება თავისი ბარტყებისათვის.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყი

დედა ციყვის საოცარი მზრუნველობა


ვინ არის მანდ? ბუების ოჯახი დიდი ინტერესით ათვალიერებს ფარულ კამერას
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?