გადამფრენი ფრინველების გამო, ნიუ-იორკში გარე განათებას ჩააქრობენ
გადამფრენი ფრინველების გამო, ნიუ-იორკში გარე განათებას ჩააქრობენ
იმის გამო, რომ დაეხმარონ გადამფრენ ფრინველებს დანიშნულების ადგილამდე მიღწევაში, 2015 წლიდან ნიუ-იორკში სახელმწიფო შენობების გარე განათებას გათიშავენ.

ნიუ-იორკის თავზე გადის ატლანტიკური საფრენი გზა, რომელიც ფრინველების მიგრაციის 4 ძირითადი გზიდან ერთ-ერთია. იგი ჩრდილოეთით, გრელანდიის სანაპიროდან და აღმოსავლეთ არქტიკური კუნძულებიდან იღებს სათავეს.

გადამფრენი ფრინველები ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მიფრინავენ, ღამით ისინი ორიენტირებას ვარსკვლავების მიხედვით ახდენენ. მაღალი შენობებისა და ცათამბჯენების გარე განათება მათ გზას უბნევს, რის გამოც ფრინველები ფანჯრებს, კედლებსა და პროჟექტორებს ეჯახებიან. ყოველწლიურად, ამერიკაში ასეთი განათების გამო, 500 000-დან მილიონამდე ფრინველი იღუპება.

გარე განათებას
ნიუ-იორკში გამორთავენ ღამის 11 საათიდან დილამდე წელიწადის იმ დროს, როდესაც ფრინველების მიგრაცია პიკს აღწევს, ანუ
გაზაფხულსა და შემოდგომაზე, კერძოდ 15 აპრილიდან 31 მაისამდე და 15 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე.

ამ პროგრამას მალე როკფელერ-ცენტრის, კრაისლერ-ბილდინგისა და ტაიმ-უორნერ-ცენტრის მფლობელები შეუერთდებიან. აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს დაეხმარება ფრინველებს, რომლებიც ნიუ-იორკის ტყეებში, ტბებსა და მდინარეებში ბინადრობენ.

პროგრამა "Lights Out" უკვე იცავს ფრინველებს აშშ-ს ისეთ ქალაქებში, როგორიც არის: ბალტიმორი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, მინეაპოლისი და სან-ფრანცისკო.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?