გერმანიაში 150 000 ევროდ ღირებული შინაური მტრედი მოიპარეს
გერმანიაში 150 000 ევროდ ღირებული შინაური მტრედი მოიპარეს
გერმანიაში, დიუსელდორფში დაიკარგა შინაური მტრედი, რომლის ღირებულებაც მფლობელმა 150 000 ევროდ შეაფასა.

ფრინველის ძებნაში ქალაქის პოლიცია ჩაერთო. Associated Press-ის ცნობით, მპოვნელი 10 000 ევროთი დასაჩუქრდება.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ექვსი წლის მამალი მტრედი AS 969 ქალაქის გარეუბანში მდებარე ჩაკეტილი საფრინველედან წაიყვანეს.

პოლიციელების აზრით, ფრინველი მათ გაიტაცეს, ვინც კარგად იცოდა მისი ფასი და შესაძლებლობები. ეს მტრედი მთელ სამტრედეში უძვირესი იყო.

AS 969 - მტრედის სახეობა გამოყვანილია სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის, რომელიც დაკავშირებულია მოცემული სახეობის წარმომადგენელბის ფრენის სიჩქარეში შეჯიბრებასთან.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მტრედად ითვლება მტრედი-ფოსტალიონი,
სახელად ბოლტი. მისი პატრონი 2013 წელს ჩინელი ბიზნესმენი, გემების მფლობელი ხუ ჟენ იუ გახდა, რომელმაც
ფრინველი ონლაინ აუქციონზე Pigeon Paradise შეიძინა 310 000 ევროდ. ბიზნესმენმა ბოლტი მხოლოდ მის გასამრავლებლად შეიძინა.


liza
ვაიმეეეეეე, რამდენი ვიცინე ეის ვენტურა წაიყვანდაო. ვგიჟდები ეის ვენტურაზე:)
zura
ეის ვენტურა წაიყვანდა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?