როგორ განვსაზღვროთ ტალღოვანი თუთიყუშის ასაკი?
როგორ განვსაზღვროთ ტალღოვანი თუთიყუშის ასაკი?
თუთიყუშის აყვანისას, აუცილებელია, წინასწარ ვიცოდეთ მისი ასაკი, რადგან შესაძლოა, იმდენად შევეჩვიოთ მას, რომ საყვარელი ფრთიანი ბინადრის უეცარმა სიკვდილმა სტრესი გამოიწვიოს. როდესაც ვიცით, რომ ტალღოვანმა თუთიყუშმა 15 წელს გადააბიჯა, ეტაპობრივად გვიწევს შეგუება, რომ ფრინველი შესაძლოა, ჩვენთან დარჩეს სულ რაღაც რამდენიმე დღე, თვე, უკეთეს შემთხვევაში კი - 5 წელი.

ტალღოვანი თუთიყუშის ასაკის განსაზღვრა შესაძლებელია, თუ ზუსტად ვიცით ფრინველის წარმომავლობა (მისი მშობლები) ან მას შევიძენთ სპეციალური კლუბიდან - ოფიციალური სელექციონერებისგან.

ბარტყები განსხვავდებიან ზრდასრული ინდივიდებისგან:

ბუმბულის შეფერილობა გაცილებით უფერულია (ეს განსაკუთრებით ჩანს, თუ ახალგაზრდა ფრინველის
გვერდით ასაკოვანი თუთიყუშია);

ტალღა უნდა შეიმჩნეოდეს მთელ თავზე, ცვილოვანამდე;

ახალგაზრდა თუთიყუშის თვალები წააგავს შავ ღილებს
(თუ თუთიყუში თეთრი-ყვითელი შეფერილობისაა (Lutino) - წითელი თვალებით);

Zooclub

თეთრი, ცისარტყელას მაგვარი წრე გუგას გარშემო არ უნდა ახლდეს;

ახალგაზრდა ასაკში ცვილოვანას ფერი ღია-ვარდისფერია;

Zooclub

ყელზე ლაქები ქაოტურადაა განლაგებული და საზღვრები და ზომები არ არის გამოკვეთილი;

ახალგაზრდა თუთიყუშის ფეხები გლუვია (პრიალა), ხოლო ასაკის მატებასთან ერთად უხეშდება;

ყველაზე ახალგაზრდა თუთიყუშს (2 თვემდე) ნისკარტზე აქვს შავი ლაქა, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება;

ტალღოვანი თუთიყუშის ბარტყს, რომელიც 10 კვირამდეა, შესამჩნევად პატარა კუდი აქვს.

თუთიყუშის თავზე არსებული ტალღოვანი ხაზები შესაძლოა დარჩეს 4 თვემდე. ამ ნახატის სიმკვეთრე დამოკიდებულია ფრინველის შეფერილობაზე.

Zooclub

როდესაც ტალღოვანი 6 თვის ასაკს გადააბიჯებს, მას თვალის გუგის გარშემო ცისარტყელის მაგვარი ფორმა უჩნდება.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისეთი შეფერილობის ტალღოვნებს, როგორებიც არიან ალბინოსი და ლუტინი (Lutino), შესაძლოა, ნისკარტზე მოშავო ლაქა არ ახლდეს.

ასევე, ამ ინდივიდებს თავზე ტალღოვანი ნახატი არ აქვთ.

რაც შეეხება ფრინველის ცვილოვანას (მდებარეობა თავსა და ნისკარტს შორის) - ლუტინის, ალბინოსსა და რეცესიულად  ჭრელი შეფერილობის ტალღოვანს ის რჩება ვარდისფერი ან ღია იასამნისფერი.

Zooclub

ამ შეფერილობის მამრის ასაკის განსაზღვრა, ცვილოვანას მიხედვით, ძალიან რთულია. მდედრები ცვილოვანას ფერს იცვლიან სქესობრივი მომწიფების შემდეგ ისევე, როგორც სხვა შეფერილობის ტალღოვანი თუთიყუშები.

თუ ტალღოვან თუთიყუშს პროფესიონალი მომშენებლისგან აიყვანთ, ამ შემთხვევაში ფრინველის ფეხზე უნდა იყოს ბეჭედი, სადაც მითითებული იქნება დაბადების წელი, საშენის სარეგისტრაციო დასახელება, ქვეყანა ან ნომერი, რაც გარეგნული მახასიათებლებით გამოცნობას თავიდან აგაცილებთ. პროფესიონალი მომშენებლები ტალღოვანი თუთიყუშის ბარტყებს ჯერ კიდევ 9 დღის ასაკში უკეთებენ ე.წ. ბეჭედს ინფორმაციით, ამიტომ მასზე მითითებულმა ფრინველის ასაკმა ეჭვი არ უნდა გამოიწვიოს.

ბეჭედი უნდა იყოს მყარი, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მოტყუების რისკი - შესაძლოა, ასაკოვანი თუთიყუში მოგყიდონ.

ასე გამოიყურება ოფიციალური მომშენებლების ბეჭედი:

Zooclub

თუ ტალღოვან თუთიყუშს მომშენებლისგან შეიძენთ, მის ფეხზე მიმაგრებული ბეჭედი ითვლება "პირადობის დამადასტურებელ" ნიშნად, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს.

ფოტო, თუ როგორ გამოიყურება ახალგაზრდა ტალღოვანი თუთიყუში

Zooclub

ფოტო, თუ როგორ გამოიყურება ასაკოვანი ტალღოვანი თუთიყუში

Zooclub

ასევე იხილეთ:

ტალღოვანი თუთიყუშის ბანაობა: ვგეგმავთ წყლის პროცედურებს

პირველი სიტყვა _ როგორ ვასწავლოთ ტალღოვან თუთიყუშს ლაპარაკი?

როგორ უნდა მოუწყოთ თუთიყუშს საშხაპე?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?