ვიჟლა
ვიჟლა
უნ­გრე­თის ეროვ­ნუ­ლი ძაღ­ლი, მარ­ჯვე ვიჟ­ლა ნაკ­ლე­ბად იყო ცნო­ბი­ლი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომამ­დე, მაგ­რამ დღეს ეს ბრწყინ­ვა­ლე მო­ნა­დი­რე ძაღ­ლი ერ­თობ პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში . ვიჟ­ლა, რო­მე­ლიც ასე­ვე უნ­გრულ პო­ინ­ტე­რა­დაა ცნო­ბი­ლი, გა­მო­იყ­ვა­ნეს ნა­დი­რო­ბის­თვის – ცხო­ვე­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფ­ლის მი­საგ­ნე­ბად და ნა­ნა­დი­რე­ვის პატ­რონ­თან მი­სა­ტა­ნად. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ის თურ­ქუ­ლი ყვი­თე­ლი ძაღ­ლის, ტრან­სილ­ვა­ნი­უ­რი მწევ­რის ან მოხ­დე­ნი­ლი ვე­ი­მა­რა­ნე­რის (იხ. გვ. 52-53) შთა­მო­მა­ვა­ლი იყოს. ამ და­ხე­ლოვ­ნე­ბულ მო­ცუ­რა­ვეს თავ­და­პირ­ვე­ლად იყე­ნებ­დნენ უნ­გრე­თის ვე­ლებ­ზე, ტყი­ან ად­გი­ლებ­სა და ჭა­ო­ბებ­ში, სა­დაც ნა­დირს დას­დევ­და და ნა­დავ­ლი პატ­რონ­თან მიჰ­ქონ­და. ეს ჯი­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად მუ­შა­ობს რო­გორც ხმე­ლეთ­ზე, ასე­ვე
წყალ­ში. მი­სი სწო­რი და მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა. ყო­ველ­თვის კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ ჰქონ­დეს, დრო­დად­რო უნ­და
ვარ­ცხნოთ მა­გა­რი ჯაგ­რი­სით და გაწ­მინ­დოთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვიჟ­ლა კარ­გი ბუ­ნე­ბის, ჭკვი­ა­ნი და ად­ვი­ლად საწ­ვრთნე­ლი ძაღ­ლი­ა, ის, ცო­ტა არ იყოს, მგრძნო­ბი­ა­რეა და ესა­ჭი­რო­ე­ბა ნა­ზად მოპყ­რო­ბა ლეკ­ვო­ბი­დან­ვე. ეს ძაღ­ლი სან­დოა ბავ­შვებ­თან სა­ურ­თი­ერ­თოდ და სწრა­ფად ეგუ­ე­ბა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას.

მონაცემები
წარმოშობა - უნგრეთი
მთავარი დანიშნულება - ფრინველებზე მონადირე
ტემპერამენტი - ჭკვიანი, მოსიყვარულე
სიც. ხანგრძლივობა - 10-14 წელი
მოვლა - მუდმივი ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
56-66 სმ
20-27 კგ

ძუ
51-61 სმ.
18-25 კგ

კუ­დი
კუ­დის ერ­თი მე­სა­მე­დი წაჭ­რი­ლი აქვს.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და და­კუნ­თუ­ლია, ბარ­ძა­ყე­ბი – ძლიერი და კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

ბეწ­ვი
მოკ­ლე და და­წო­ლი­ლი, შეფერილობა: წითური და ოქროსფერი ტონე-ბი; ბეწვი შე­ხე­ბი­სას
ცხი­მო­ვა­ნი­ა.

ტა­ნი
გამ­ხდა­რი და პრო­პორ­ცი­უ­ლი, და­კუნ­თუ­ლი კის­რით და ძლი­ე­რი გულ­მკერ­დით.

თათები
კა­ტი­სე­ბუ­რი, მრგვა­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი, მოკ­ლე, ყა­ვის­ფე­რი ბრჭყალებითა და უხე­ში ბა­ლი­შე­ბით.

სა­ხე
კუთხ­ო­ვა­ნი, დი­დი, ცოცხ­ა­ლი და ალერსიანი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი
იმა­ვე ფე­რის, რაც მთლი­ა­ნო­ბა­ში­ა, ცო­ტა­თი ღია ნეს­ტო­ე­ბით.

თვა­ლე­ბი
ფერადი გარსის ფერი ბეწვის შეფერილობას ეხამება.


ვიჟ­ლას შე­მოდ­გო­მის შე­ფე­რი­ლო­ბის ბეწ­ვი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ნიღ-ბავს ნა­დი­რო­ბი­სას და ნა­დავლის მო­ტა­ნი­სას. და­კუნ­თუ­ლი ტა­ნი ამ ძაღლს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მოხ­დე­ნი­ლად ია­როს და სწრა­ფად ინავარდოს ხრე­ში­ან ნი­ა­დაგ­ზე.

რეტრივერად გამოყვანილ ვიჟ­ლას უყ­ვარს წყა­ლი. ეცა­დეთ, შე­აჩ­ვი­ოთ ნა­დავ­ლის მო­ტა­ნას
ტივ­ტი­ვა სა­თა­მა­შო­თი.
ვიჟ­ლა ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა და­იწ­ვას მზე­ზე, ამ დროს ცხვირ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს ჭორ­ფლი ან ლა­ქე­ბი.

რჩევა:
ვიჟ­ლას მაღლა ხტუნვა ეხერხება და თუ მო­ჰბეზ­რდა ერ­თფეროვ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა
გა­ი­პა­როს ისე­თი ეზო­დან, რო­მელ­საც არა აქვს მა­ღა­ლი ღო­ბე.
ზოგადად, ჯან­მრთელ­ი ჯიშია, ზოგჯერ აღენიშნება ეპი­ლეფ-­სია ან სის­ხლის შე­დე­დე­ბის
დარ­ღვე­ვა.


ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?