ვე­ი­მა­რა­ნე­რი
ვე­ი­მა­რა­ნე­რი
ძლი­ე­რი და მტკი­ცე ადა­მი­ა­ნის მი­ერ გაწ­ვრთნი­ლი ჯი­უ­ტი და თავ­ნე­ბა ვე­ი­მა­რა­ნე­რის­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პა­ნი­ო­ნი და მუ­შა ძაღ­ლი გა­მო­დის. მაგ­რამ მის სა­დევ­ნე­ლად უსაზღ­ვრო ენერ­გია დაგ­ჭირ­დე­ბათ . ოდეს­ღაც ვე­ი­მა­რა­ნერს ფარ­თოდ იყე­ნებ­დნენ გერ­მა­ნი­ა­ში ისეთ დიდ ცხო­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბი­სას, რო­გო­რი­ც არიან დათ­ვი და გა­რე­უ­ლი ღო­რი, მაგ­რამ ბო­ლო ხა­ნებ­ში სა­ხე­ლი გა­ით­ქვა, რო­გორც წყლის ფრინ­ველ­ზეც მო­ნა­დი­რემ და რე­ტრი­ვერ­მა. ფხი­ზე­ლი, ჭკვი­ა­ნი, ნე­ბის­ყო­ფი­ა­ნი ვე­ი­მა­რა­ნე­რი უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჯი­ში­ა, რო­მე­ლიც თავს უბედ­ნი­ე­რე­სად გრძნობს მა­შინ, რო­ცა მთლი­ა­ნად საქ­მე­შია ჩაფ­ლუ­ლი. მას სჭირ­დე­ბა მტკი­ცე და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვარ­ჯი­ში. კარ­გი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლია და მშვე­ნივ­რად ურ­თი­ერ­თობს ბავ­შვებ­თან. სწო­რი და მოკ­ლე
ბეწ­ვი კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ ჰქონ­დეს, და­ვარ­ცხნეთ მა­გა­რი ჯაგ­რი­სით, თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მო­ითხ­ოვს, გაწ­მინ­დეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით ან
და­ბა­ნეთ რბი­ლი საპ­ნით. ზამ­შის ნაჭ­რის გა­დას­მა კი ბეწვს ბზინ­ვა­რე­ბას მა­ტებს.

Zooclub

ვე­ი­მა­რა­ნე­რის ულა­მა­ზე­სი თვა­ლე­ბი მო­ლურ­ჯო-­მო­ნაც­რის­ფრო, ან ქარ­ვის­ფე­რია. რო­ცა აღელ­ვე­ბუ­ლი­ა, თვა­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა გაუშავდეს.

მონაცემები
წარმოშობა - გერმანია
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - ჭკვიანი, მორჩილი
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა -რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - მუდმივი, ენერგიული
მოდარაჯე - ბრწყინვალე


ხვადი
61-69 სმ
25-32 კგ.

ძუ
56-63 სმ
23-29 კგ

კუ­დი
მოზ­რდილ ძაღ­ლებს ჩვე­უ­ლებ­რივ წაჭ­რი­ლი აქვთ 15 სმ-ზე.

ტერ­ფე­ბი
მყა­რი, კომ­პაქ­ტუ­რი, აპ­კო­ვა­ნი, გა­მოკ­ვე­თი­ლად მომ­რგვა­ლე­ბუ­ლი სქე­ლი თა­თის ბა­ლი­შე­ბით.

ტა­ნი
პრო­პორ­ცი­ული, ძლი­ე­რი, ათ­ლე­ტუ­რი ტანი ზედ­მი­წევ­ნით შე­ე­ფე­რე­ბა ნა­დი­რო­ბას.

ბეწ­ვი
პრი­ა­ლა და დაწყო­ბი­ლი; მო­ვერ­ცხლის­ფრო-მო­ნაც­რის­ფრო, თაგ­ვის­ფერ­ში გა­და­სუ­ლი, ხში­რად თა­ვი და ყუ­რე­ბი უფ­რო ღია ფე­რის აქვთ ტან­თან შე­და­რე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი – სწო­რი და ძლი­ე­რი, უკა­ნა ფე­ხე­ბი – მაგ­რად და­კუნ­თუ­ლი.

ცხვი­რი
ნაც­რის­ფე­რი ან ყა­ვის­ფე­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

სა­ხე
გრძე­ლი სახე, ცოც-ხალი და ჭკვი­ა­ნუ­რი გა­მომეტყველებით.


ამ მუ­შა ძაღ­ლებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ ძალ­ზე ბევ­რი სირ­ბი­ლი და თა­მა­ში. მათ გო­ნე­ბა­საც სჭირ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­ში. უსაზღ­ვროდ ენერ­გიული ვე­ი­მა­რა­ნე­რი იდეალურია სიმარჯვეში შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის ბეწ­ვის გა­მო მეტ­სა­ხე­ლად `რუხ აჩ­რდი­ლად~ წო­დე­ბუ­ლი ვე­ი­მა­რა­ნე­რი გა­მო­ირ­ჩე­ვა დახვეწილი გარეგნობით.
ამ ძაღლს აქე­ბენ და­ვა­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს სწრა­ფად, უშიშ­რად და მოთ­მი­ნე­ბით შეს­რუ­ლე­ბის უნა­რის გა­მო.

რჩევა:
ეს ძლი­ე­რი ძაღ­ლი სა­ჭი­რო­ებს ძალ­ზე ბევრ ვარ­ჯიშს, რა­თა არ გა­ზარ­მაც­დეს.
მიდ­რე­კი­ლია მე­ტე­ო­რიზ­მის­კენ, რაც შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დამ­თავ­რდეს, ამიტომ საკ­ვე­ბი უნ­და მივ­ცეთ ბევრჯერ და მცი­რე ულუ­ფე­ბით.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?