უიპეტი
უიპეტი
მშვი­დი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, შემ­გუ­ე­ბე­ლი უი­პე­ტი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პა­ნი­ო­ნი და დი­ლის სირ­ბი­ლის დროს კარ­გი პარ­ტნი­ო­რი­ა. სუფ­თა, დამ­ჯე­რი ძაღ­ლი კარ­გად ეგუ­ე­ბა ბი­ნის პი­რობებს და სი­ხა­რუ­ლით მო­ნა­წი­ლე­ობს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში. გრე­ი­ჰა­უნ­დის ეს შთა­მო­მა­ვა­ლი, რო­მელ­საც ტე­რი­ე­რის სის­ხლიც ურე­ვი­ა, ჩრდი­ლო­ეთ ინ­გლის­ში კურ­დღელ­ზე სა­ნა­დი­როდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ის გა­მოჰ­ყავთ ე.წ. `დრაგ­-რე­ი­სინ­გშიც~ – ამ შე­ჯიბ­რების არ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სტარ­ტზე ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი ცხვირ­სა­ხო­ცის აქ­ნე­ვის­თა­ნა­ვე სა­კუ­თა­რი პატ­რო­ნე­ბი­სა­კენ გარ­ბი­ან და გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლა­ზე სწრაფს რჩე­ბა. უკი­დუ­რე­სად მგრძნო­ბი­ა­რე უი­პე­ტი სა­ოც­რად დამ­ჯე­რი და მორ­ჩი­ლი ცხო­ვე­ლი­ა, თუმ­ცა არ უყ­ვარს ხმა­უ­რი­ა­ნი ბავ­შვე­ბის გა­რე­მო­ში ყოფ­ნა. ად­ვი­ლი საწ­ვრთნე­ლი­ა, მაგ­რამ პატ­რო­ნი უნ­და
ეცა­დოს, უხე­შო­ბი­თა და დეს­პო­ტუ­რი ქცე­ვით არ დათ­რგუ­ნოს. გლუ­ვი, მშვე­ნი­ე­რი, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა, ზამ­შით გაწ­მენ­და
კი ბზინ­ვა­რე­ბას ანი­ჭებს. აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ბა­ნეთ და და­ა­ჭე­რით ბრჭყა­ლე­ბი.

ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჯი­ში გამოირჩევა ბეწვის ფე­რე­ბი­სა და ნიშნების მრავალფეროვნებით. პატ­რო­ნის სახ­ლში მშვიდად და დინჯად იქცევა, თუმცა უხეშ მოპყრობაზე აგრესიას ავლენს.

უი­პე­ტის ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბა თა­ვის­თა­ვად მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ ჯი­შის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ველ­დღე სირ­ბი­ლი უსაბელოდ. ის სპრინ­ტე­რია და მი­სი ზო­მის მდევ­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე სწრა­ფი;
ასე­ვე ძალ­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პა­ნი­ო­ნი­ა.

ის­ტო­რია
ჩრდი­ლო­-აღ­მო­სავ­ლეთ ინ­გლის­ში გა­მოყ­ვა­ნილ უი­პე­ტებს გრძელ ხე­ივ­ნებ­ში სირ­ბილ­ში შე­ჯიბ­რების­თვის იყე­ნებ­დნენ. ეს ძაღ­ლე­ბი მინ­დვრებ­ზე სწრა­ფად ეწე­ოდ­ნენ გაქ­ცე­ულ კურ­დღლებ­სა და ბოც­ვრებს. ჯი­შის ნამ­დვი­ლი წარ­მო­შო­ბა უც­ნო­ბია, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­სი გე­ნე­ა­ლო­გი­ის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ იმა­ვე რე­გი­ო­ნის მკვიდ­რი ტე­რი­ე­რე­ბი, მათ შო­რის ბედ­ლინ­გტო­ნი (იხ. გვ. 109); მან­ჩეს­ტე­რუ­ლი ტე­რი­ე­რ­ე­ბი, გრე­ი­ჰა­უნ­დე­ბი (ის. გვ. 52) და იტა­ლი­უ­რი გრე­ი­ჰა­უნ­დე­ბი (იხ. გვ. 48). უი­პე­ტე­ბის რბო­ლა, რო­გორც სპორ­ტი, პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და XIX სა­უ­კუ­ნე­ში, მას შემ­დეგ, რაც ჯი­შის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აშ­შ-ში წა­იყ­ვა­ნეს. თა­ვი­დან შე­ჯიბ­რე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა მა­სა­ჩუ­სეტ­ში, შემ­დეგ ბალ­ტი­მორ­ში (მე­რი­ლენ­დის შტა­ტი), სა­დაც დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა.

ტემ­პე­რა­მენ­ტი
მარ­თა­ლი­ა, უი­პე­ტი გრე­ი­ჰა­უნ­დის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი­ა, ეს ჯი­შე­ბი ხა­სი­ა­თით მა­ინც გან­სხვავ­დე­ბი­ან. რად­გა­ნაც მის გე­ნე­ა­ლო­გი­ა­ში ჩარ­თუ­ლია ტე­რი­ე­რი, უი­პეტს უფ­რო ძლი­ე­რი ხმა და დი­დი ამ­ტა­ნო­ბა აქვს; ხა­ლი­სი­ა­ნია და უყ­ვარს თა­მა­ში, თუმ­ცა სხვა მო­ნა­დი­რე ჯი­შე­ბის მსგავ­სად, უნ­დობ­ლად ეკი­დე­ბა უცხ­ო­ებს. უი­პე­ტი მშვი­დი ბუ­ნე­ბის ძაღ­ლი­ა, მაგ­რამ უნ­და მო­ვა­რი­დოთ სუსტ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს, მა­გა­ლი­თად, კურ­დღლებს. უი­პე­ტე­ბი არ არი­ან მსუ­ნა­გე­ბი,  მაგ­რამ შე­უძ­ლი­ათ გრძე­ლი სხე­უ­ლით მი­წვდნენ დახ­ლზე ან მა­გი­და­ზე და­ტო­ვე­ბულ საჭ­მელს და მო­ი­ტა­ცონ.


Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - ჩრდილოეთი ინგლისი
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - მგრძნობიარე, ემოციური
სიც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - რეგულარ. ვარცხნა
ვარჯიში - ზომიერი
მოდარაჯე - ცუდი

ხვადი
48-56 სმ
9-10 კგ
ძუ
48-56 სმ
9-10 კგ


ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი აქვს, უკა­ნა – გრძე­ლი და ძლი­ე­რი, ფარ­თო, და­კუნ­თუ­ლი ბარ­ძა­ყე­ბით.
უი­პეტს სწრაფ სირ­ბილ­ში ეხ­მა­რე­ბა კუნ­თო­ვა­ნი, ფარ­თო ბარ­ძა­ყე­ბით მი­ცე­მუ­ლი ბიძ­გის ძა­ლა

ბეწ­ვი

მოკ­ლე, კან­ზე და­წო­ლი­ლი, გლუ­ვი და ნაზი. გვხვდე­ბა ბევ­რი ფე­რის, მათ შო­რის შე­რე­უ­ლიც.
გვხვდება ნე­ბის­მი­ე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის, ოღონდ არა შა­ვი, ცის­ფე­რი და ორ­ფე­რო­ვა­ნი

კუ­დი

გრძე­ლი, წვრი­ლი, ოდ­ნავ აწე­უ­ლი და მოძ­რა­ო­ბი­სას ოდნავ დახვეული.
ჩა­მოშ­ვებუ­ლი კუ­დი თან­და­თან ვიწ­როვ­დე­ბა და წ­ვერ­ში იხ­ვე­ვა

ტა­ნი
გრძე­ლი და დახ­ვე­წი­ლი, შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის ძა­ლა­სა და სის­წრა­ფეს; უიპეტს შე­უძ­ლია გა­ნა­ვი­თა­როს 55 კმ/სთ სიჩ­ქა­რე.

სა­ხე

Dგამ­ხდა­რი და ღო­ნი­ე­რი, გამ­ჭრი­ა­ხი, ფხი­ზე­ლი და ჭკვი­ა­ნი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
Dდი­დი და ოვა­ლუ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი ან შა­ვი.

ცხვი­რი
ტყა­ვი­სებ­რი, შა­ვი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

თათები

მა­გა­რი, სქე­ლი ბალიშებით გა­მოკ­ვე­თი­ლი თითებით, ძლი­ე­რი, მოკ­ლე ბრჭყა­ლე­ბით.
თა­თე­ბი ამოზ­ნე­ქი­ლი თი­თე­ბი­თა და ძლი­ე­რი ბრჭყა­ლე­ბით ბო­ლოვ­დე­ბა

Zooclub

უი­პე­ტებს გარეთ თა­ვი­სუფ­ლად სირ­ბი­ლისა და ყო­ველ­დღი­უ­რი ხან­გრძლი­ვი სე­ირ­ნო­ბის (მხოლოდ საბ­ლით) საშუალება უნდა ჰქონდეთ. მშვე­ნი­ე­რი ბეწ­ვის წყა­ლო­ბით უი­პე­ტე­ბი ად­ვი­ლად იწ­ვე­ბი­ან მზე­ზე და აქვთ ად­ვი­ლად მტვრე­ვა­დი ძვლე­ბი. ა­სე­ვე ახა­სი­ა­თებთ თვა­ლის გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის კა­ტა­რაქ­ტა და პროგ­რე­სი­რე­ბა­დი რე­ტი­ნა­ლუ­რი ატ­რო­ფი­ა.

მე­გობ­რუ­ლია, გა­მო­ირ­ჩე­ვა რბი­ლი, მოკ­ლე ბეწ­ვით სა­ერ­თოდ არ აქვს ძაღ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ნი აქვს ძალ­ზე მოხ­დე­ნი­ლი
ექ­სტე­რი­ე­რი არ ენ­დო­ბა უცხ­ო­ებს დამ­ჯე­რი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ა, უფ­რთხის უც­ნო­ბებს.  

სჭირ­დე­ბა სირ­ბი­ლი უსა­ბ­ლოდ, უმ­ჯო­ბე­სია ღია ად­გი­ლას; იცის ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის გა­მო­დევ­ნე­ბა    სა­ბელ­მოხ­სნი­ლი
ძაღ­ლი მო­ა­რი­დეთ სატრან­სპორ­ტო მა­გის­ტრა­ლებს მოს­წონს ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა    მოერიდეთ მის გასეირ-ნებას სიცივესა და წვიმიან ამინდში ბრძა­ნე­ბებს სწავ­ლობს სწრა­ფად.
მოს­წონს ბურ­თის დევ­ნა, ლეკ­ვო­ბი­დან­ვე ასწავ­ლეთ თქვენ­თან  მოს­ვლა, ზრდას­რულ  ასაკ­ში რომ არ გა­გექ­ცეთ  

ბეწვს სჭირ­დე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი მოვ­ლა;  
გან­გუ­რის დროს სხე­უ­ლის ქვე­და მხა­რე­ს ბეწ­ვი უთხ­ელ­დე­ბა, ბეწ­ვი რომ ბზი­ნავ­დეს, გაწ­მინ­დეთ სპე­ცი­ალუ­რი ხელ­თათ­მა­ნით
ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი   


რჩევა:
ამ ძაღლს ნა­დი­რო­ბა ურ­ჩევ­ნია მორ­ჩი­ლად ყოფ­ნას, ამი­ტო­მაც უმ­ჯო­ბე­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საბ­ლით ატა­როთ.
სწო­რედ თხელი ბეწ­ვის გა­მო, უი­პე­ტე­ბი მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან სი­ცი­ვის მი­მართ.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?