სილ­კი-­ტე­რი­ე­რი
სილ­კი-­ტე­რი­ე­რი
კოხ­ტა სილ­კი-ტე­რი­ე­რის გა­მოყ­ვა­ნის მი­ზა­ნი ხა­ლი­სი­ა­ნი და მომ­ხიბ­ლა­ვი კომ­პა­ნი­ო­ნი ფი­ნი­ის შექ­მნა იყო . მი­სი გე­ნე­ა­ლო­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ტე­რი­ე­რის ჯგუ­ფის დე­კო­რა­ტი­ულ­მა და ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ჯი­შებ­მა, მათ შო­რის იორ­კში­რულ­მა ტე­რი­ერ­მაც, რო­მელ­საც ძლი­ერ ჰგავს. სილ­კი-­ტე­რი­ე­რი წარ­მო­იშ­ვა ახალ სამ­ხერთ უელ­სში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, არ­ცთუ დი­დი ხნის წინ. მას სიდ­ნე­ურ სილ­კი­საც უწო­დე­ბენ. ეს ძაღ­ლი სა­მუ­შა­ოდ არ გა­მო­უყ­ვა­ნი­ათ, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ზო­მი­სა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი­ა. შე­მარ­თუ­ლი და გო­ნი­ე­რი სილ­კი ად­ვი­ლი გა­საწ­ვრთნე­ლი­ა. ბეწ­ვმა რომ ბზინ­ვა­რე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, სა­ვარ­ცხლით ან ჯაგ­რი­სით ყო­ველ­დღი­უ­რად ვ
არ­ცხნეთ და შამ­პუ­ნით რე­გუ­ლა­რუ­ლად და­ბა­ნეთ. ბა­ნა­ო­ბის შემ­დეგ კარ­გად გა­ამ­შრა­ლეთ, რომ არ შეს­ცივ­დეს. მსუ­ბუ­ქად შე­კ­რი­ჭეთ ბეწ­ვი ტან­ზე, ფე­ხებ­ზე, მუხ­ლე­ბი­დან ქვე­მოთ, თვა­ლებ­ზე ჩა­მოყ­რი­ლი თმა კი აუ­წი­ეთ და
ბაფ­თით შე­უ­კა­რით.

მშვიდი გა­რეგ­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სილ­კი-­ტე­რი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა გა­ან­ჩხლდეს და ჩხუ­ბი აუ­ტე­ხოს სხვა ძაღ­ლებს. მოვ­ლის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით მას ბეწვს მოკ­ლედ აჭ­რი­ან.

კუ­დი
ჩვე­უ­ლებ­რივ, წაჭ­რი­ლი.

ბეწ­ვი
გრძე­ლი (სა­ხი­სა და ყუ­რე­ბის გარ­და), აბ­რე­შუ­მი­სებ­რი ბეწ­ვი ხერ­ხემ­ლის გას­წვრივ შუ­ა­ზე გა­და­ყო­ფი­ლია და ტა­ნის ორი­ვე მხა­რეს გრძლად და სწო­რად ეშ­ვე­ბა. ბეწ­ვის შეფერილობა არის ცის­ფე­რი ან ნაც­რის­ფე­რი, ჩა­ლის­ფერ­თან შე­ხა­მე­ბუ­ლი.

თათები
პა­ტა­რა, კა­ტის მსგავ­სი, მრგვა­ლი, კომ­პაქ­ტუ­რი, სქე­ლი, ელას­ტი­კუ­რი ბა­ლი­შე­ბი­თა და ძლი­ე­რი, შა­ვი ფრჩხი­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
პა­ტა­რა, მუ­ქი და ნუ­შის ფორ­მის.

სა­ხე
ძლი­ე­რი, სო­ლი­სე­ბუ­რი, ზო­მი­ე­რად გრძე­ლი, გამ­ჭო­ლი და გამ­ჭრი­ა­ხი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი

შა­ვი და ღი­ლი­სე­ბუ­რი.

ტა­ნი
Pპა­ტა­რა და ძლი­ე­რი, სა­შუ­ა­ლო სი­გა­ნის მკერ­დით და მოხ­დე­ნი­ლი კის­რით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს ძლი­ე­რი, სწო­რი და ლა­მა­ზი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის, უკა­ნა ფე­ხე­ბი – კარ­გად და­კუნ­თუ­ლი და ძლი­ე­რი.


ეს ენერ­გი­უ­ლი, პა­ტა­რა ძაღ­ლი დი­დი ხა­ლი­სით თა­მა­შობს და გა­სა­ო­ცა­რი გამ­ძლე­ო­ბა აქვს. ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ხა­ლი­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში და აქ­ტი­უ­რო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. მი­სი გა­მოკ­ვე­ბა ად­ვი­ლი­ა, რად­გან წუ­ნია მჭა­მე­ლი არ არის.


მონაცემები:
წარმოშობა - ავსტრალია
მთავარი დანიშნულება - კომპანიონი ძაღლიტემპერამენტი - მამაცი, შემართული
სიც. ხანგრძლივობა - 13-16 წელი
მოვლა - ყოველდღიური
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე

ხვადი
23-25 სმ
4-5 კგ
ძუ
23-25 სმ
4-5 კგ


ყურადღება!

შე­იძ­ლე­ბა შე­ა­წუ­ხოს თანდაყოლილმა თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბამ, ასე­ვე, მიდ­რე­კი­ლია ტრა­ქე­ის კო­ლაფ­სის­კენ.
ის არის ენ­თუ­ზი­ას­ტი მთხრე­ლი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?