ერდელტერიერი
ერდელტერიერი
სი­ცოცხ­ლით სავ­სე და წყლის მოყ­ვა­რუ­ლი ერ­დელ­ტე­რი­ე­რი სა­ოც­რად შემ­გუ­ე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი­ა. ის მშვე­ნივ­რად ეწყ­ო­ბა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას, ოღონდ პატ­რონ­მა ბევ­რი ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მის­ცეს და მი­სი და­მორ­ჩი­ლე­ბა შეძ­ლოს . ტე­რი­ე­რებ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი ერ­დე­ლი გა­მოყ­ვა­ნილ იქ­ნა იორ­კშირ­ში წა­ვებ­ზე, მაჩ­ვებ­სა და მგლებ­ზე სა­ნა­დი­როდ და გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და მდინა­რე ეი­რის ველ­ზე. მას ინ­ტენ­სი­უ­რად იყე­ნე­ბენ სა­პო­ლი­ციო და სამ­ხედ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ერ­დე­ლე­ბი გო­ნი­ე­რი, სან­დო და ერ­თგუ­ლი ძაღ­ლე­ბი არი­ან, მა­თი წვრთნა შე­და­რე­ბით ად­ვი­ლი­ა, თუ­კი ზედ­მე­ტად უხე­შად არ მო­ექ­ცე­ვით და არ გა­დატ­ვირ­თავთ. ამ მკვირცხლ ძაღ­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ბავ­შვე­ბი. ერ­დელს მა­გა­რი, მოკ­ლე,
ორ­მა­გი ბეწ­ვი ძალ­ზე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით სცვი­ვა და მი­სი ვარ­ცხნა იო­ლი­ა. აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

აქ­ტი­უ­რი
ცხოვ­რე­ბის­თვის გა­მოყ­ვა­ნილ ერ­დე­ლს ესა­ჭი­რო­ე­ბა ბევ­რი ვარ­ჯი­ში, მას უყ­ვარს ღია მინ­დორ­ზე ნავარდი და ბურ­თის დევ­ნა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იტან­ჯე­ბა კა­ნის სიმ­შრალ­ითა და ქა­ვი­ლით, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­კურ­ნოს კვე­ბის რა­ცი­ონ­ში ცხი­მი­სა და მჟა­ვე­ბის და­მა­ტე­ბით.


Zooclub



მონაცემები
წარმოშობა - ინგლისი
მთავ. დანიშნ - ნადირობა
ტემპერამენტი - ერთგული, ხალისიანი
სიც. ხანგრძლივ - 10-12 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
58-61 სმ
18-23 კგ
ძუ
56-58 სმ
18-20 კგ

ფე­ხე­ბი

წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც აქვს ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი.

თათები
პა­ტა­რა, მრგვა­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი, მშვე­ნი­ე­რი ბა­ლი­შე­ბი­თა და ამო­ზნექილი თითებით.

კუ­დი
ჩვე­უ­ლებ­რივ წაჭ­რი­ლი აქვს. აწეული კუდი და თავი ერთ სიმაღლეზეა.

ბეწ­ვი
უხეში, ტალღოვანი და წყალ­გა­უმ­ტა­რი; დამახასიათებელი შეფერილობებია: მუქი გრიზლი ან შავი ჟანგისფერი.

თვა­ლე­ბი

Pპა­ტა­რა და მუ­ქი, გამ­ჭრი­ა­ხი, გო­ნი­ე­რი გა­მომეტყველებით.

სა­ხე
თანა­ბა­რი წვე­რით, ულ­ვა­ში­თა და ხში­რი წარ­ბით.

ტა­ნი
ძლი­ე­რი; შე­მარ­თუ­ლი დგო­მის მა­ნე­რით.


`ტე­რი­ე­რე­ბის მე­ფე~ ერ­დე­ლი ამ ჯგუფის ყვე­ლა­ზე დი­დი და ძლი­ე­რი ძაღ­ლია. მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ბევრ რა­მე­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ის ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი ძაღ­ლი იყო, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გა გერ­მა­ნი­ა­სა და ინ­გლის­ში. ეს არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ძაღ­ლი მოსწონდათ აშშ-ის პრეზიდენტებსაც, მაგალითად, ვუდი ვილსონს, უორენ ჰარ-დინსა და კელვინ კულიჯს.


რჩევა:
ეს ძაღ­ლე­ბი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი მთხრე­ლე­ბი არი­ან და როცა ამის საშუალება არ აქვთ, შეიძლება მოიწყინონ.



ხატია
ულამაზესი, უსაყვარლესი და უჭკვიანესი არსებაა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?