ირლანდიური ტერიერი
ირლანდიური ტერიერი
ბუ­ნე­ბით მებ­რძო­ლი ირ­ლან­დი­უ­რი ტე­რი­ე­რის მოვ­ლა ყვე­ლას არ შე­უძ­ლი­ა, თუმ­ცა მი­სი სი­მა­მა­ცე და ერ­თგუ­ლე­ბა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი­ა . ტე­რი­ე­რე­ბის ეს ერ­თ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ჯი­ში – ირ­ლან­დი­უ­რი ტე­რი­ე­რი დღეს ხე­ლახ­ლა იხ­ვეჭს იმ დიდ პო­პუ­ლა­რო­ბას, რაც ოდეს­ღაც გა­აჩ­ნდა. სი­მა­მა­ცი­სა და შე­უ­პოვ­რო­ბის გა­მო ირ­ლან­დი­უ­რ ტე­რი­ე­რს ფარ­თოდ იყე­ნებ­დნენ მო­და­რა­ჯედ და მე­ლი­ებ­ზე, მაჩ­ვე­ბ­სა თუ წა­ვებ­ზე მო­ნა­დი­რედ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დი­დად გა­მო­ი­ჩი­ნა თა­ვი რინ­გზე, ძაღ­ლებ­თან ბრძო­ლა­ში. ის ენა­თე­სა­ვე­ბა უხეშ­ბეწ­ვი­ან ფოქ­სტე­რი­ერს (იხ. 134-135 გვ. ), ოღონდ მას­ზე ოდ­ნავ გრძე­ლი და დი­დი­ა. ამ უაღ­რესად სო­ცი­ა­ლურ და თა­ვი­სი პატ­რო­ნის­თვის თავ­და­დე­ბულ ძაღლს ხში­რად უჩ­ნდე­ბა სხვა
ძაღ­ლებ­თან შებ­რძო­ლე­ბის სურ­ვი­ლი, რის გა­მოც იგი ყოვ­ლად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ხდე­ბა გა­მო­უც­დე­ლი პატ­რო­ნი­სათ­ვის.

ირ­ლან­დი­უ­რი ტე­რი­ე­რის თვა­ლე­ბი­დან გო­ნი­ე­რე­ბა
გა­მოს­ჭვი­ვის. თუ ბავ­შვებ­თან ერ­თად იზ­რდე­ბა, ძალ­ზე კარ­გად არის მათ მი­მართ გან­წყო­ბი­ლი და ერთგულია თა­ვი­სი პატ­რო­ნის ოჯახისა. Lლეკ­ვებს სჭირ­დე­ბათ მკაცრად გაწვრთნა, რათა ზრდასრულ ასაკში მათი მართვა შესაძლებელი იყოს.


მონაცემები:
წარმოშობა - ირლანდია
მთაბ. დანიშნ - დარაჯობა, ნადირობა
ტემპერამენტი - გონიერი, მამაცი
სიც. ხანგრძლივობა - 13-14 წელი
მოვლა - რეგულ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ. ინენსიური
მოდარაჯე - ბრწყინვალე

ხვადი
41-48 სმ
11-14 კგ
ძუ
38-46 სმ
10-13 კგ

Zooclub

ფე­ხე­ბი

წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი და და­კუნ­თუ­ლი, უკა­ნა – ძლი­ე­რი და ღო­ნი­ე­რი.

კუ­დი

წაჭ­რი­ლი აქვს სიგ­რძის ერთი მე­ოთხ­ე­დი.

თათები

ძლი­ე­რი და ოდნავ მომ­ცრო, ამოზნექილი თითე­ბი­თა და დი­დი ბა­ლი­შე­ბით.

ტა­ნი
ზო­მი­ე­რად გრძე­ლი, ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი, Fფარ­თო გულ­მკერ­დით.

ბეწ­ვი

მოკ­ლე, ხე­შე­ში, მთლად წი­თური, წი­თურ­-ხორ­ბლის­ფე­რი, ან მოყვი­თალო­-წი­თური.

თვა­ლე­ბი

Mმუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, პა­ტა­რა, სი­ცოცხ­ლით სავ­სე, ცეცხ­ლო­ვა­ნი და გო­ნი­ე­რი.

ცხვი­რი
შა­ვი და ტყა­ვი­სე­ბ­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

სა­ხე
გრძე­ლი და ოდ­ნავ დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი, შეუპოვარი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.


აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის გამოყვანილი ეს ძაღ­ლე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ რე­გუ­ლა­რულ ვარ­ჯიშს. ხალ­ხით სავ­სე ად­გი­ლებ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას ყო­ველ­თვის მკაც­რად აკონ­ტრო­ლეთ მი­სი ქცე­ვე­ბი, იყო­ლი­ეთ საბ­ლით, რომ არ წა­ეჩხ­უ­ბოს სხვა ძაღ­ლებს. მი­სი მძი­მე, ორ­მა­გი ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია და იშ­ვი­ა­თად სცვი­ვა. რე­გუ­ლა­რუ­ლად ვარ­ცხნეთ ჯაგ­რი­სით და მო­ა­ცი­ლეთ მკვდა­რი თმა წვრილ­კბი­ლი­ა­ნი სა­ვარ­ცხლით. აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.


რჩევა:
ძი­რი­თა­დად ჯან­მრთე­ლი­ა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა შე­ა­წუ­ხოს საშარდე სისტემის თანდაყოლილმა დაავადებებმა.
ასე­ვე მიდ­რე­კი­ლია ტერ­ფე­ბი­სა და თვა­ლე­ბის და­ა­ვა­დე-
­ბე­ბი­სა­კენ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?