ფოქსტერიერი
ფოქსტერიერი
გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი გა­მო­ხედ­ვა და დგო­მის თა­ვი­სე­ბუ­რი მა­ნე­რა ფოქ­სტე­რი­ე­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­ა. უხე­ში და რბილ­ბეწ­ვი­ა­ნი ფოქ­სტე­რი­ე­რე­ბი თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ში ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს, ბეწ­ვის გარ­და . ტე­რი­ე­რის ეს ერ­თ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ჯი­ში სო­რო­ე­ბის სათხ­რე­ლად და იქი­დან მე­ლი­ე­ბის გა­მო­სა­დევ­ნად გა­მო­იყ­ვა­ნეს. ეს ძაღ­ლე­ბი სხვა პა­ტა­რა ცხო­ვე­ლებ­საც იო­ლად იჭე­რენ ძლი­ე­რი ყბე­ბით. მათ მღრღნე­ლებ­ზე მო­ნა­დი­რე­ე­ბად უფ­რო იყე­ნებ­დნენ, ვიდ­რე მცვე­ლე­ბად. ზო­გი­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია ორი­ვე ფორ­მას ერთ ჯი­შად მი­იჩ­ნევს, მაგ­რამ აშ­შ-ში 1984 წლი­დან აღი­ა­რე­ბუ­ლია ფოქ­სტე­რი­ე­რის ორი ჯი­ში. ეს ძაღ­ლე­ბი საჩხ­უბ­რად იწე­ვენ სხვა ძაღ­ლე­ბის­კენ და მა­თი სი­დი­დის არ ეში­ნი­ათ. ისი­ნი საკ­მა­ოდ კარ­გად ექ­ცე­ვი­ან ბავ­შვებს და
მათ­გან კარ­გი მო­და­რა­ჯე­ე­ბი დგე­ბი­ან. ერ­თი კი­ა, ფოქსტერიერების ხმა­მა­ღალ­მა ყე­ფამ შე­იძ­ლე­ბა მე­ზობ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა
გა­მო­იწ­ვი­ოს. მო­უს­ვე­ნა­რი ბუ­ნე­ბის გა­მო მათ ვერ ეგუ­ე­ბი­ან ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც.

გამ­ჭრი­ა­ხი, შე­მარ­თუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფოქსტე­რი­ე­რი სა­ჭი­რო­ებს მკაცრ წვრთნას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე და თუ­კი მი­ზანს მი­აღ­წევთ, მას ვე­ღა­რა­ვინ შე­ედ­რე­ბა მორ­ჩი­ლე­ბა­სა და სიმარჯვეში.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - გაერთიანებული სამეფო
მთავარი დანიშნულება - მელიებზე ნადირობა
ტემპერამენტი - დამოუკიდებელი, გამჭრიახი
სიც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
36-41 სმ
7-9 კგ
ძუ
33-38 სმ
6-8 კგ

Zooclub

კუ­დი

ჩვეულებრივ, წაჭრილი აქვს სიგრძის მეოთხედი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი ძლი­ე­რი და სწო­რი, უკა­ნა – და­კუნ­თუ­ლი.

თათები

Pპა­ტა­რა და დახ­ვე­წი­ლი, მძი­მე, უხე­ში ბა­ლი­შე­ბი­თა და ზო­მი­ე­რად ამოზნექილი თითებით.

ტა­ნი

Mმკვრი­ვი და და­კუნ­თუ­ლი, დი­დი გულ­მკერ­დით და ძლი­ე­რი კის­რით.

სა­ხე
ფარ­თო, ცხვი­რის­კენ დაწ­ვრი­ლე­ბუ­ლი, შე­მარ­თუ­ლი და ან­ცი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი

Mმუ­ქი, მრგვა­ლი, სი­ცოცხ­ლით სავსე და გო­ნი­ვრული მზე­რით.

ცხვი­რი
შა­ვი, ფარ­თოდ გან­ლა­გე­ბუ­ლი ნეს­ტო­ე­ბით.

ბეწ­ვი

რბილ­ბეწ­ვი­ა­ნი: თეთრი და ჟანგისფერი ან შავი და ჟანგისფერი. უხეშბეწვიანს აქვს ხში­რი, უხე­ში ბალანი და რბი­ლი, მოკ­ლე თივთიკი – ორი­ვეს ერ­თნა­ი­რი ფე­რის.

Zooclub

მოკ­ლე­ბეწ­ვი­ა­ნი ჯიშის ბეწვი რბილი და ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია. საკმარისია ჯაგ­რი­სით დავარცხნა. აბა­ნა­ვეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ეს და­კუნ­თუ­ლი ძაღ­ლი პარ­კში დიდ­ხანს და სი­ხა­რუ­ლით სე­ირ­ნობს ან ცელ­ქობს. ეცა­დეთ, სა­ყე­ლუ­რის გა­რე­შე ინა­ვარ­დოს, მაგ­რამ ფრთხი­ლად და ყუ­რადღ­ე­ბით იყა­ვით, თუ­კი ახ­ლო­მახ­ლო პა­ტა­რა ცხო­ვე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან, რად­გან ფოქსტე­რი­ე­რებს მათ და­ნახ­ვა­ზე ნა­დი­რო­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ.

Zooclub

უხეშბეწვიანი ფოქსტერიერების ბეწვი ნაკლებად ნაზია, რადგან ეს ჯიში გამოყვანილია მკაცრ გარემო პირობებში სამუშაოდ. ბეწ­ვი არ არის ისე­თი ნა­ზი, რო­გორიც "რბილ­ბეწ­ვი­ა­ნი­სა".

ეს ენერ­გი­უ­ლი და ათ­ლე­ტუ­რი ძაღ­ლე­ბი პა­ტა­რა ბაღ­ში ვარ­ჯი­ში­თაც კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან _ თა­ვის­თვის დარბიან და ბურთსაც თამაშობენ.
V-ს მოყ­ვა­ნი­ლო­ბის ყუ­რე­ბი, რო­გო­რიც ფოქსტე­რი­ე­რე­ბის ორი­ვე ჯიშს ახა­სი­ა­თებს, წინ აქვთ გად­მო­ფე­ნი­ლი.
ეს ძაღ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ კვე­ბას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ, მაგ­რამ ეცა­დეთ შე­უ­სა­ბა­მოთ საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­თი აქ­ტი­უ­რო­ბის დო­ნეს.

Zooclub

რჩევა:
ფოქსტე­რი­ე­რე­ბი მიწის დაუ-ღალავი მთხრე­ლე­ბი არი­ან.
მიდ­რე­კილ­ნი არი­ან კა­ნის ალერ­გი­უ­ლი და თვა­ლის გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­კენ.

ნინო
თუ არსებობს საქართველოში ფოქსტერიერების კლუბი?
xatia
იაგტერიერებზე რატომ არ წერთ? არც ჯიშებში არ იყო. :X
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?