ბორდერ ტერიერი
ბორდერ ტერიერი
შრო­მის­მოყ­ვა­რე ბორ­დერ ტე­რი­ე­რი, ადა­მი­ა­ნის შე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­ნა­შემ­წე­ა. მას მოს­წონს ოჯა­ხის წევ­რად ყოფ­ნა და და­უ­ფა­რა­ვად გა­მო­ხა­ტავს თა­ვის სიყ­ვა­რულს , გან­სა­კუთ­რე­ბით მი­სალ­მე­ბი­სას. ოდეს­ღაც რი­დუ­ო­ტერ­-ტე­რი­ე­რად წო­დე­ბუ­ლი ეს მა­მა­ცი პა­ტა­რა ბორ­დერ ტე­რი­ე­რი გან­ვი­თარ­და ინ­გლის­სა და შოტ­ლან­დი­ას შო­რის მდე­ბა­რე რე­გი­ონ­ში, სა­დაც მას და სხვა ტე­რი­ე­რებს სა­ერ­თო წი­ნაპ­რე­ბი ჰყავ­დათ. ბორ­დერ ტე­რი­ერს იყე­ნებ­დნენ მე­ლი­ებ­ზე, წა­ვებ­სა და მღრღნე­ლებ­ზე სა­ნა­დი­როდ. ეს ძაღ­ლი ყვე­ლა­ზე გამ­ძლე ტე­რი­ე­რად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. სან­დო და გო­ნი­ე­რი ბორ­დერ ტე­რი­ე­რი ად­ვი­ლი საწ­ვრთნე­ლი, მორ­ჩი­ლი და მგრძნო­ბი­ა­რე­ა. ზო­გა­დად, სხვა ძაღ­ლე­ბის მი­მართ არ არის აგ­რე­სი­უ­ლი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა კა­ტას გა­მო­ე­კი­დოს და შე­ა­ში­ნოს. მი­სი
გამ­ძლე, უხე­ში ბეწ­ვი დიდ მოვ­ლას არ სა­ჭი­რო­ებს. თუ­კი მო­თე­ლილ ად­გილს უპო­ვით, მო­ა­ჭე­რით. ვარ­ცხნეთ დრო­დად­რო და
აბა­ნა­ვეთ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ბორდერ ტერიერი ერთადერთი ჯიშია, რომლის თავიც წავის თავს მოგვაგონებს. უშიშარი გამოხედვა და მუქარის პოზაში დგომა ამ ჯიშის შეუპოვარ ხასიათზე მიანიშნებს.


მონაცემები:
წარმოშობა - შოტლანდია და ინგლისი
მთავარი დანიშნულება - მელიებზე ნადირობა
ტემპერამენტი - ენერგ., მოსიყვარულე
სიც. ხანგრძლივობა - 15 წლამდე
მოვლა - მინიმალური
ვარჯიში - რეგულ. ზომიერი
მოდრაჯე - კარგი

ხგადი
33-41 სმ
6-7 კგ
ძუ
28-36 სმ
5-6 კგ

Zooclub

კუ­დი

ზო­მი­ე­რი სიგ­რძის, ბო­ლო­ში თან­და­თა­ნო­ბით დაწვრილებული. როცა რაღაც აშფოთებს, აწეული აქვს.

ბეწ­ვი
მოკ­ლე და ხში­რი თივთიკი და ხე­შე­ში ბალანი. ძირითადი შეფერილობებია: წითური, ცისფერ-ჟანგისფერი, მურა-ჟანგისფერი და სხვ.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი, უკა­ნა – და­კუნ­თუ­ლი.

თათები
პა­ტა­რა და შეკ­რუ­ლი, ზო­მი­ე­რად ამოზ­ნე­ქი­ლი თითებითა და სქე­ლი
ბა­ლი­შე­ბით.

კა­ნი
მოშ­ვე­ბუ­ლი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გაძ­ვრეს ვიწ­რო ხვრე­ლებ­ში.

სა­ხე
ფორმით წავისას ჰგავს, ოღონდ კე­თი­ლი და ფხი­ზე­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა აქვს.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი თაფ­ლის­ფე­რი, აღ­სავ­სე ცეცხ­ლი­თა და გო­ნი­ე­რე­ბით.

ცხვი­რი

შა­ვი და ტყა­ვი­სე­ბ­რი, ფარ­თოდ გან­ლა­გე­ბუ­ლი ნესტოებით.

ტა­ნი
მუშა ტერიერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ჯიშია – აქვს ხმელი ტანი და დაკუნთული კისერი.

Zooclub

ტე­რი­ე­რებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ ბევ­რი ვარ­ჯი­ში. ისი­ნი სა­ნა­დი­-როდ გამოიყვანეს და ამიტომ დი­დი სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლა აქვთ. ძირითადად ჯანმრთე-ლი ძაღლები არიან, თუმ­ცა­ღა, ხში­რად იტან­ჯე­ბი­ან კვი­რის­ტა­ვის ამო­ვარ­დნი­ლო­ბით.

რჩევა:
მოწყ­ე­ნი­ლო­ბის გა­მო ბორ­დერ ტე­რი­ერ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ნად­გუ­როს და დაღ­რღნას ნივ­თე­ბი.
ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე და­იწყ­ეთ მა­თი წვრთნა მოთ­მი­ნე­ბი­თა და დაყ­ვა­ვე­ბით.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?