ავსტრალიური ტერიერი
ავსტრალიური ტერიერი
ამ ძაღლს მღრღნე­ლე­ბი­სა და გვე­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლი­ა, მაგ­რამ დღეს ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის იშ­ვი­ა­თად იყე­ნე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ავ­სტრა­ლი­უ­რი ტე­რი­ე­რი კვლა­ვაც ინარ­ჩუ­ნებს მუ­შა ძაღ­ლის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებს . 150 წლის წინ ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­მოყ­ვა­ნილ ამ ხა­ლი­სი­ან ფი­ნი­ა­ში თავ­მოყ­რი­ლი­ა, თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ჯი­შის ბრი­ტა­ნუ­ლი ტე­რი­ე­რე­ბის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა. მი­სი გე­ნე­ა­ლო­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მთა­ვარი რო­ლი შე­ას­რუ­ლეს იორ­კში­რულ­მა, კერნ- და ნო­რიჯ­-ტე­რი­ე­რებ­მა. ავ­სტრა­ლი­უ­რი ტე­რი­ე­რი დღეს ძი­რი­თა­დად ოჯა­ხის საყ­ვა­რელ ცხო­ვე­ლად ჰყავთ. ეს გამ­ჭრი­ა­ხი და მარ­ჯვე ფი­ნია კარ­გად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა წვრთნას და მის­გან სა­უცხოო კომ­პა­ნი­ო­ნი გა­მო­დის. ის ყო­ველ­თვის მზა­დაა პატ­რო­ნის სა­ა­მებ­ლად და უყ­ვარს ბავ­შვებ­თან ყოფ­ნა.
ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხ­მა­რე­ბა ხან­დაზ­მულ და უნარ­შეზღ­უ­დულ ადა­მი­ა­ნებს.

ავ­სტრა­ლი­უ­რი ტე­რი­ე­რი შემ­გუ­ე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი­ა – სი­ა­მოვ­ნე­ბით ას­რუ­ლებს ყვე­ლა
იმ ვარ­ჯიშს, რა­საც თქვენ შეს­თა­ვა­ზებთ და მცი­რე სივ­რცი­თაც კმა­ყო­ფი­ლი­ა.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - ავსტრალია
მთავ. დანიშნულება - ვირთხებზე ნადირობა
ტემპერამენტი - გაბედული, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 16-20 წელი
მოვლა - რეგულარული ვარხხნა
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - არაეფექტური

ხვადი
23-28 სმ
4-6 კგ
ძუ
23-28 სმ
4-6 კგ


ბეწ­ვი

სწო­რი, ორ­მა­გი ბეწ­ვით; ცის­ფე­რი და მდიდრული ჩა­ლის­ფე­რი, ღია წი­თური ან ქვი­შის­ფე­რი.

კუ­დი
ჩვე­უ­ლე­ბრივ, წაჭ­რი­ლი, სი­ა­რუ­ლი­სას აპ­რე­ხი­ლი.

სა­ხე
გრძე­ლი და ძლი­ე­რი, გო­ნივ­რუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი აქვს, უკა­ნა – ღო­ნი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი.

თათები

პა­ტა­რა და კა­ტის მსგავ­სი, მკვეთ­რად ამო­წე­უ­ლი თითებით და მოკ­ლე, შა­ვი, მა­გა­რი ბრჭყალებით.

თვა­ლე­ბი

პა­ტა­რა, მუ­ქი ყა­ვის­ფრი­დან შავ­ში გა­და­სუ­ლი, ირ­გვლივ შა­ვი რკა­ლე­ბით.

ცხვი­რი
დამახასიათებელია ამობ­რუ­ნე­ბუ­ლი V ფორ­მის უბალნო შავი უბანი, რო­მე­ლიც ცხვი­რი­დან იწყ­ე­ბა და დრუნ­ჩამ­დე ჩა­დის.

ტა­ნი
მკვრი­ვი და დაბ­ლა და­წე­უ­ლი, ძლი­ე­რი კის­რი­თა და მკერ­დით.

Zooclub

გრძე­ლი აბურ­ძგნი­ლი ბალანი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია და შეკ­რე­ჭა არ სჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ვარ­ცხნეთ და გა­უფ­რთხილ­დით რბილ თივთიკს. დავარ­ცხნა ხელს უწყობს ბუ­ნებ­რივი ცხი­მების გამოყოფას, რაც ბეწვს სძენს ელ­ვა­რე­ბას. თვე­ში ერ­თხელ აბა­ნა­ვეთ და მხო­ლოდ გაშ­რო­ბის შემ­დეგ და­ვარ­ცხნეთ. თვა­ლე­ბი­სა და ყუ­რე­ბის ირ­გვლივ თმა შე­ჭე­რით ბლაგვ­წვე­რი­ა­ნი მაკ­რატ­ლით.


რჩევა:
შე­იძ­ლე­ბა ამო­უ­ვარ­დეთ კვი­რის­ტა­ვი. ხში­რად იტან­ჯე­ბი­ან
თე­ძოს სახ­სრის ან კა­ნის
პრობ­ლე­მე­ბით.
Aავ­სტრა­ლი­უ­რ ტე­რი­ე­რე­ბს ძალზე იზიდავთ ნადირობა.


tamari
ისტ ტერიერი გამოგრჩატ ავსტრიულსს დზაანა ჰგავსს ორი პერის არსებიბს თეთრი და შავი . დზალიან საყვარელი და ჯკვიანი ჯიშია ბაშვები უპრო მოზარდები უყვარტტ . კარგი კომპანიონები არიან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?