ტაქსა
ტაქსა
ეს უჩ­ვე­უ­ლო `სო­სი­სე­ბის~ ბეწ­ვის შე­ფე­რი­ლო­ბა და ტექ­სტუ­რა, აგ­რეთ­ვე სხე­უ­ლის ზო­მე­ბი, ფრი­ად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­ა. რო­გორც ჩანს, ეს პა­ტა­რა, ღო­ნი­ე­რი ტაქ­სა ბევ­რის გე­მოვ­ნე­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს , მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძაღ­ლის პატ­რო­ნებს - ყვე­ლას სა­კუ­თა­რი, მოთხ­ოვ­ნე­ბი აქვს. ეს არ­სე­ბა (მი­სი სა­ხე­ლი დაკ სუნდ, მაჩ­ვებ­ზე მო­ნა­დი­რეს ნიშ­ნავს) გერ­მა­ნი­ა­ში მრა­ვა­ლი ასე­უ­ლი წლის წინ წარ­მო­იშ­ვა. ტაქ­სა გა­მო­იყ­ვა­ნეს სო­როს ბი­ნა­დარ ცხო­ვე­ლებ­ზე სა­ნა­დი­როდ. მას მოკ­ლე ფე­ხე­ბით უნ­და გა­ეთხ­ა­რა სო­რო და მი­სი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლი გა­მო­ე­დევ­ნა. უფ­რო მომ­ცრო ტაქ­სა კურ­დღელ­სა და ყარ­ყუმ­ზე სა­ნა­დი­როდ გა­მო­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბობს ამ მა­მა­ცი და უნი­ვერ­სა­ლუ­რი ძაღ­ლის ორი სა­ხეს­ხვა­ო­ბა:
სტან­დარ­ტუ­ლი და მი­ნი­ა­ტიუ­რუ­ლი და ორი­ვეს თა­ვის ზო­მას­თან შე­და­რე­ბით ხმა­მა­ღა­ლი ყე­ფა შე­უძ­ლი­ა, რი­თაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად აფ­რთხობს და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ
სტუმ­რებს. ცქვი­ტი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ტაქ­სა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გო­ბა­რია და თუ­კი სა­თა­ნა­დოდ გაწ­ვრთნით, საკ­მა­ოდ მორ­ჩი­ლი ძაღ­ლი დად­გე­ბა.

Zooclub

მონაცემები
წარმოშობა - გერმანია
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - ცნობისმოყვარე, ხალისიანი
სიც. ხანგრძლივობა - 15 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - მუდმივი, ზომიერი
მოდარაჯე -კარგი

ხვადი
15-20 სმ
5-15 კგ

ძუ
15-20 სმ
5-15 კგ

გრძელ­ბეწ­ვი­ან ტაქ­სას აქვს რბი­ლი, ფე­ნი­ლი, სწო­რი ბეწ­ვი; ჯაგ­რი­სით რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ცხნა მის ბეწვს ელ­ვა­რე­ბას შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს.

კუ­დი

გრძე­ლი და წვრილი.

თათები
მჭიდ­რო და კომ­პაქ­ტუ­რი, მკვეთ­რად ამოზ­ნე­ქი­ლი, უხე­ში, სქე­ლი ბა­ლი­შე­ბითა და მოკ­ლე ბრჭყა­ლე­ბით.

ტა­ნი
და­ბა­ლი, დაშ­ვე­ბუ­ლი, გა­წე­ლი­ლი, და­კუნ­თუ­ლი, გრძე­ლი კის­რი­თა და მკვრი­ვი გულ­მკერ­დით.

ბეწ­ვი
სა­მი ტი­პის: მოკლე, გრძელი და უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი. შეფერილობა: ერთგვარი, ორფერი, ვეფხვა, ლაქებიანი.

ფე­ხე­ბი
ძლი­ე­რი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წი­ნა კი­დუ­რე­ბით მარჯვედ თხრიან მიწას.

თვა­ლე­ბი
საშუ­ა­ლო ზო­მის, ნუ­ში­სებ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბი­სა და ძალ­ზე მუ­ქი.

სა­ხე
ცხვი­რის წვე­რის­კენ თან­და­თან და­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი, ჭკვი­ა­ნუ­რი გა­მომეტყველებით.

ცხვი­რი
შა­ვი, ტყა­ვი­სებ­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ტაქ­სა არის მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ცელ­ქი კომ­პა­ნი­ო­ნი. მის­გან დგე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლი.
ამ ჯი­შის ძაღ­ლებს აქვთ სა­მი სა­ხე­ო­ბის ბეწ­ვი: მოკლე, გრძე­ლი და უხეში (ქვე­მოთ).
მაჩ­ვი­სა და კურ­დღლის და­სა­ჭე­რად გამოყვანილ ტაქ­სას აქვს უკი­დუ­რე­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ყნოს­ვა.
უხეშ­ბეწ­ვი­ა­ნი ტაქ­სა ნაკ­ლე­ბა­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მას იყე­ნე­ბენ ხშირ ბუჩ­ქნარ­ში სა­ნა­დი­როდ. აქვს ორ­მა­გი ბეწ­ვი, წვე­რი და ხში­რი წარ­ბე­ბი.


რჩევა:
მო­ა­რი­დეთ გა­სუ­ქე­ბას, რად­გან მიდ­რე­კილ­ნი არი­ან ხერ­ხემ­ლის და­ა­ვა­დე­ბი­სა­კენ.
უყვართ მიწის თხრა, ნე­ბა­ზე თუ მი­უშ­ვით, ბაღ­-ბოს­ტან­ში ნა­თე­სებს გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ.

ტეგები
ლელა
მეც მინდა
ეკა მარიხაშვილი
ვინმე ხომ არ ყიდით ან ხომ არ აჩუქებთ ტაქსას? ძალიან გთხოთ მითხარით
eka kuchava
Mec minda aseti sayvareli arseba
:)
ძალიან მინდა ასეთი ცუგა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?