კა­ვა­ლერ კინგ ჩარლზ სპა­ნი­ე­ლი
კა­ვა­ლერ კინგ ჩარლზ სპა­ნი­ე­ლი
ეს უში­შა­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი და სა­სა­ცი­ლო გა­რეგ­ნო­ბის ფი­ნია შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეგუ­ე­ბა ადა­მი­ა­ნებს . ის დე­კო­რა­ტი­ულ ჯი­შებს შო­რის ყვე­ლა­ზე გუ­ლა­დი­ა. კინგ ჩარ­ლზი­სა და ინ­გლი­სუ­რი სპა­ნი­ე­ლის შეჯ­ვა­რე­ბის შე­დე­გად წარ­მო­შო­ბი­ლი კა­ვა­ლე­რი დი­დად გან­სხვავ­დე­ბა თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან. მი­სი მომ­შე­ნებ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ ისე­თი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ჯი­შის გა­მოყ­ვა­ნას, რო­მე­ლიც ჩარლზ I-ის დრო­ინ­დელ ფერ­წე­რულ ტი­ლო­ებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ძაღ­ლე­ბის მსგავ­სი იქ­ნე­ბო­და.

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ჩარლზ I-ს ისი­ნი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. კა­ვა­ლე­რი ად­ვი­ლად გა­საწ­ვრთნე­ლი, სუფ­თა და გო­ნი­ე­რი ცხო­ვე­ლი­ა. მის­გან სა­უცხოო და თავ­შე­საქ­ცე­ვი კომ­პა­ნი­ო­ნი გა­მო­დის. გრძე­ლი, რბი­ლი ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა, საკ­მა­რი­სია მსუ­ბუ­ქად და­ვარ­ცხნა. სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ აბა­ნა­ვეთ ან მშრალი შამ­პუ­ნით
გა­ა­სუფ­თა­ვეთ. ყო­ველ­თვის ეცა­დეთ, რომ ძაღ­ლი ბა­ნა­ო­ბის შემ­დეგ კარ­გად გა­ამ­შრა­ლოთ და თბი­ლად გყავ­დეთ.

სა­ნამ ლეკვს იყიდ­დეთ,
მომ­შე­ნე­ბელ­თან გა­არ­კვი­ეთ, ხომ არ აღე­ნიშ­ნე­ბა ისე­თი გე­ნე­ტი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა თვა­ლის თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და კვი­რის­ტა­ვის ამო­ვარ­დნა. რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­უწ­მინ­დეთ გრძე­ლი, ბეწ­ვით მთლი­ა­ნად და­ფა­რუ­ლი ყუ­რე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბის აღ­საკ­ვე­თად.

კუ­დი

ზოგ­ჯერ წაჭ­რი­ლი აქვს სიგ­რძის ერთი მე­სა­მე­დი.

თათები
Kკომ­პაქ­ტუ­რი, ზო­მი­ე­რი თითის ბა­ლი­შე­ბით.

ბეწ­ვი
გრძე­ლი და აბ­რე­შუ­მი­სებ­რი, მთლი­ა­ნად წი­თური, წაბ­ლის­ფე­რი, თეთ­რი, შა­ვი, ჟანგისფერი, სამ­ფე­რო­ვა­ნი (შა­ვი, ჩა­ლის­ფე­რი და თეთ­რი).

ფე­ხე­ბი
წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც აქვს მკვრი­ვი და­ ზო­მი­ე­რად და­კუნ­თუ­ლი.

თვა­ლე­ბი
დი­დი, მრგვა­ლი, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი და მბრწყი­ნა­ვი.

სა­ხე

პრო­პორ­ცი­უ­ლი და ოდ­ნავ წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, მშვი­დი და მგრძნო­ბი­ა­რე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ყუ­რე­ბი
გრძე­ლი და მთლი­ა­ნად აბრეშუმისებრი ბეწ­ვით შე­მო­სი­ლი.

ტა­ნი
პრო­პორ­ცი­უ­ლი, ზო­მი­ე­რი სი­დი­დის გულ­მკერ­დით.

მარ­თა­ლი­ა, დე­კო­რა­ტი­ულ ჯი­შებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, მაგ­რამ არ არის ისე­თი სა­თუ­თი, რო­გორიც ამ ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბი. კავალერ კინგ ჩარ­ლზის­თვის სა­სარ­გებ­ლოა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ვარ­ჯი­ში, თუმ­ცა, თა­ვად პარ­კში ნა­ვარ­დი ურ­ჩევ­ნი­ა.

მონაცემები:

წარმოშობა - დიდი ბრიტანეთი
მთავ., დანიშნულება - კალთის ძაღლი
ტემპერამენტი - ენერგიული, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 12-16 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - საშუალო

ხვადი
30-33 სმ
5-8  კგ
ძუ
30-33 სმ
5-8 კგ

ყურადღება!
გულდასმით შე­უ­მოწ­მეთ თვა­ლე­ბი და ყუ­რე­ბი, ინ­ფექ­ცი­ე­-ბის­გან რომ და­იც­ვათ.
ეს ძაღ­ლე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­კენ.
ლევანი
უსაყვარლესი არსება. ნამდვილი მეგობარი, სასაცილო ერთგული და უზომოდ თბილი. უკვე 6 წელია ცხოვრობს ჩვენთან და ყოველ დღეს გვჩუქნის უზომოდ დიდ სიყვარულს და ბედნიერებას. ჩვენი გოგოს გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგვიდგენია. საუკეთესო ჯიშის ძაღლი, ერთნაირად ბედნიერია სახლშიც, სერინობისას და მოგზაურობის დროსაც კი. უზომოდ უყვარს ადამიანები და ახალ გარემოში მოხვედრა. ძალიან ცნობისმოყვარე და უშიშარი არსებაა. ზემოთ ჩამოთვლილ მოვლის წესებს აბსოლუტურად ვეთანხმები, ერთს დავამატებდი, როგორც სხვა ყველა ჯიშის ძაღლი ეს პატარა საოცრებაც მსუნაგია, კვების რეჟიმი და დოზები მკაცრად უნდა აკონტროლოთ, იდეალური წონა არის 7 კგ. თითოეული მომატებული გრამი ძაან საზიანოა გულისთვის. ბეწვი ადვილად მოსავლელია შესაბამისი სავარცხლით, მაგრამ ჩვენი გოგო საპარიკმახეროსაც ხშირად სტუმრობს და მოკლე თმით ძალიან ლამაზად გამოიყურება. წელიწადში ერთხელ აუცილებელია კბილების (ნარკოზის ქვეშ გაწმენდა) და გულის კონტროლი.
nutsa
იცით ვინმემ თუ ყიდის ვინმე ამ ჯიშის ძაღლს, და თუ იცით სად შემიძლია ვიყიდო ამ ჯიშის ძაღლი
ani
იცით რა მაინტერესებს გვყავს ესეთი ბიჭი და შესაჯვარებლად გვინდა გოგო და იქნებ ვინმეს გყავდეთ ან იცოდეთ ვის ყავს ?????
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?