შიბა ინუ
შიბა ინუ
საშუ­ა­ლო ზო­მის, სი­ცოცხ­ლით აღ­სავ­სე და მე­გობ­რუ­ლი ში­ბა ინუ დღეს დი­დი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს მშობ­ლი­ურ ია­პო­ნი­ა­ში და თან­და­თან მსოფ­ლი­ო­შიც იხ­ვეჭს პო­პუ­ლა­რო­ბას . შპი­ცის ტი­პის ია­პო­ნურ ძაღ­ლებ­ში ეს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ჯი­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ფრინ­ვე­ლი­სა და პა­ტა­რა ნა­დი­რის ბუჩ­ქნა­რი­დან გა­მო­სა­დევ­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. `ში­ბა~ ია­პო­ნუ­რად ბუჩ­ქნარს ან პა­ტა­რას ნიშ­ნავს, `ი­ნუ~ – ძაღლს. ხა­ლი­სი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი ში­ბა ინუ­ე­ბი გო­ნი­ე­რი ძაღ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მა­თი გაწ­ვრთნა, ცო­ტა არ იყოს, ძნე­ლი­ა. ისი­ნი უაღ­რე­საც თავ­ნე­ბა ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან და ბრძა­ნე­ბებს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან. ძი­რი­თა­დად, კარ­გად ეწყ­ო­ბი­ან ადა­მი­ა­ნებ­სა და სხვა ცხო­ვე­ლებს, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან
უც­ნო­ბი ძაღ­ლე­ბის მი­მართ. მა­თი უხე­ში, მოკ­ლე ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლია – საკ­მა­რი­სია ჯაგ­რი­სით ვარ­ცხნა. აბა­ნა­ვეთ, მხო­ლოდ
აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რად­გან ამით მის ბეწვს
ბუ­ნებ­რი­ვი წყალ­გა­უმ­ტა­რო­ბა ეკარ­გე­ბა.

ში­ბა ინუ თავს ოჯა­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვან წევ­რად მი­იჩ­ნევს და არ უყ­ვარს, რო­ცა მარ­ტო ტო­ვე­ბენ. ვერ იტანს გა­რეთ ყოფ­ნას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი შინ არი­ან.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - იაპონია
მთავარი დანიშნ - მონადირე
ტემპერამენტი - ენერგ., მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 13-16 წელი
მოვლა - რეგულ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ., ზომიერი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
36-41 სმ
9-14 კგ
ძუ
33-38 სმ
8-13 კგ

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი, უკა­ნა – ძლი­ე­რი და ღო­ნი­ე­რი.

თათები
კა­ტის მსგავ­სი, ამოზნექილი თითებით და სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით.

კუ­დი
სქე­ლი, სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი და ნამ­გა­ლი­ვით მორ­კა­ლუ­ლი.

ბეწ­ვი
რბი­ლი, სქე­ლი თივთიკი და ხე­შე­ში ბალანი; ჭარ­ბობს წი­თური ტო­ნე­ბი, სი­ა­სა­მუ­რის­ფე­რი, შა­ვი­ და ჟანგისფერი. ფეხები, მუცელი, გულმ-კერდი, სახე და კუდი – კრემისფერი ან თეთრი.

თვა­ლე­ბი
სამ­კუთხა ფორ­მის და ღრმად ჩამ­ჯდა­რი.

სა­ხე
ფარ­თო, კარ­გი პრო­პორ­ცი­ე­ბის, კე­თი­ლი ბუ­ნე­ბის და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის.

ცხვი­რი
შა­ვი და ტყა­ვი­სე­ბუ­რი.

ტა­ნი
მკვრი­ვი და და­კუნ­თუ­ლი, სქე­ლი კის­რითა და კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მკერ­დით.

Zooclub

წყალ­გა­უმ­ტა­რი, ყვე­ლა ამინ­დი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი ბეწ­ვი ში­ბა ინუს იცავს რო­გორც სი­ცი­ვი­სა­გან, ისე სიცხ­ის­გან. თუ სა­შუ­ა­ლო სი­დიდის და სა­თა­ნა­დოდ და­ცუ­ლი ეზო გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ ძაღ­ლი იქ აცხ­ოვ­როთ. მას ბევ­რი ვარ­ჯი­ში ესა­ჭი­რო­ე­ბა. ზო­გა­დად, ამ­ტა­ნი და ჯან­მრთე­ლი­ა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ აღე­ნიშ­ნე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი.

რჩევა:
ლეკ­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში ავლენს თავნება ხასიათს; უყ­ვარს სახ­ლის არევ­-და­რე­ვა, კარ­გად ეხერ­ხე­ბა მაღ­ლა აძ­რო­მა.
ესა­ჭი­რო­ე­ბა მტკი­ცე, სის­ტე­მა­ტუ­რი წვრთნა.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?