ცვერგშნაუცერი
ცვერგშნაუცერი
კოხ­ტა, ცქვი­ტი, ცვერ­გშნა­უ­ცე­რი მშვე­ნი­ე­რი კომ­პა­ნი­ო­ნია მათ­თვის, ვინც ბი­ნა­ში ან პა­ტა­რა სახ­ლში ცხოვ­რობს . გერ­მა­ნუ­ლი შნა­უ­ცე­რე­ბის სა­მი ჯი­ში­დან ცვერ­გშნა­უ­ცე­რი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა­ა. მათ მხო­ლოდ აშ­შ-ში მი­ა­კუთ­ვნე­ბენ ტე­რი­ე­რე­ბის ჯგუფს, ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი მათ მუ­შა ძაღ­ლე­ბად მი­იჩ­ნევს. ერ­თგუ­ლი და ალერ­სი­ა­ნი ცვერ­გშნა­უ­ცე­რე­ბი ასე­ვე გუ­ლა­დი ძაღ­ლე­ბიც არი­ან. მარ­თა­ლი­ა, აგ­რე­სი­ას არ ავ­ლე­ნენ, მაგ­რამ თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, თა­ვის­ზე ბევ­რად დიდ ძაღ­ლებს შე­ერ­კი­ნე­ბი­ან. ეს ენერ­გი­უ­ლი ძაღ­ლე­ბი დი­დად ხა­ლი­სო­ბენ ყო­ველ­დღი­უ­რი, ხან­გრძლი­ვი და სწრა­ფი სე­ირ­ნო­ბით და უსა­ბე­ლოდ თა­მა­შით. მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვე­ბა არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ცვერგშნა­უ­ცე­რებს გაფშეკილ წარბებსა და გრძელ ულ­ვაშს ხში­რად აჭ­რი­ან, იმი­ტომ,
რომ უკეთ გამოჩნ-დეს ძაღ­ლის კუთხ­ო­ვანი ნაკ­ვთები.


მონაცემები:

წარმოშობა - გერმანია
მთავ. დანიშნულება - მღრღნელ. ნადირობა
ტემპერამენტი - ხალისიანი, ალერსიანი
სიც. ხანგრძლი. - 12-15 წელი
მოვლა - ყოველდღიური
ვარჯიში - რეგულ, ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე

ხვადი
30-36 სმ
5-8 კგ
ძუ
28-33 სმ
5-7 კგ

Zooclub

ბეწ­ვი

უხე­ში, ორ­მა­გი ბეწ­ვი; შეფერილობები: რუხი, თრთვილა, ერთი რომელიმე ფერი, ზოგ­ჯერ
თეთ­რი გულ­მკერ­დით.

თათები
მოკ­ლე, მრგვა­ლი და სქე­ლი; შა­ვი ბა­ლი­შე­ბი­თა და კომ­პაქ­ტუ­რი, ამოზნექილი თითებით.

თვა­ლე­ბი
პა­ტა­რა, მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი, ოვა­ლუ­რი და ღრმად ჩამ­ჯდა­რი.

სა­ხე
ძლი­ე­რი და მარ­თკუთხ­ე­დი, ხშირი წვერითა და ულვაშით, რაც ხაზს უს­ვამს სა­ხის ფორ­მას.

კუ­დი
ჩვე­უ­ლებ­რივ წაჭ­რი­ლი.

ტა­ნი
ძლი­ე­რი, გამ­ხდა­რი და ოთხ­კუთხა ფორ­მის, და­კუნ­თუ­ლი კის­რი­თა და მკერ­დით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი, უკა­ნა – ძლი­ერ და­კუნ­თუ­ლი.


Zooclub


შნა­უ­ცე­რე­ბი ჯან­მრთე­ლი ძაღ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა შე­ა­წუ­ხოს შარდის ბუშ­ტში კენ­ჭე­ბის დაგ­რო­ვე­ბამ, ღვიძ­ლის დაავადებებმა, დი­ა­ბეტ­მა და ეპი­ლეფ­სი­ამ.
მი­სი ბეწ­ვის მოვ­ლა იო­ლი­ა, მაგ­რამ თუ ყო­ველ­დღი­უ­რად არ და­ვარ­ცხნეთ მოკ­ლეკ­ბი­ლი­ა­ნი ჯაგ­რი­სით, ბეწ­ვი აე­ბურ­დე­ბა. მო­ა­ცი­ლეთ კვან­ძე­ბი და გა­ზაფ­ხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე მთლი­ა­ნად გაკ­რი­ჭეთ, ან­და შე­უ­მოკ­ლეთ თმის სიგ­რძე. თვა­ლე­ბი­სა და ყუ­რე­ბის ირ­გვლივ შე­ა­ჭე­რით თმა ბლაგვ­წვე­რი­ა­ნი მაკ­რატ­ლით; ულ­ვა­ში გა­უ­სუფ­თა­ვეთ ჭა­მის შემ­დეგ.


კომ­პაქ­ტუ­რი ზო­მი­სა და მოხ­დე­ნი­ლი აგებულების ცვერგშნა­უ­ცე­რი იდე­ა­ლუ­რად გა­მოდ­გე­ბა ბი­ნა­ში საცხ­ოვ­რებ­ლად, მაგ­რამ ხშირად დაგ­ჭირ­დე­ბათ მი­სი სავარჯიშოდ გაყ­ვა­ნა გარეთ, რომ ლეკ­ვო­ბი­დან­ვე გა­ნუ­ვი­თა­როთ ეს ჩვე­ვა.


რჩევა:
ყუ­რე­ბი ზოგ­ჯერ დაჭ­რი­ლი აქვთ, მაგ­რამ ასე­თი ქმე­დე­ბა არა­ლე­გა­ლუ­რად ით­ვლე­ბა დიდ ბრიტანეთში.
ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კუ­დებს უკვე აღარ აჭ­რი­ან შნა­უ­ცე­რებს.



სალომე
მე მყავს "ლულუ" , უსაყვარლესიაა:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?